დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის დირექტორი გამლეტ ისმაილოვი, რომელიც 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს, ავად გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
დირექტორი შეუძლოდ მაშინ გახდა, როცა დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტებას აძლევდა.
14 წლის გოგო საგარეჯოს სოფელ ლამბალოში 6 ოქტომბერს მოკლეს. არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ალიმ სადიგოვია დაკავებული. საქმის მასალების თანახმად, სადიგოვმა გოგო ცოლად შერთვის მიზნით ზაფხულში მოიტაცა. გოგო გაქცევას ცდილობდა, გაპარვა მოახერხა, სხვისი ტელეფონით დედასაც დაურეკა და უთხრა, რომ იმ კაცთან თანაცხოვრება არ უნდოდა, თუმცა დედამ და ბიძამ ლამბალოში დარჩენა აიძულეს.
რუსთავის სასამართლომ დააპატიმრა მოკლული გოგოს დედა და ბიძაც. პროკურატურა მათ ქორწინების იძულებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. დაკავებამდე დედა ამბობდა, რომ ალიმ სადიგოვის ეშინოდა, რადგან გოგოს წაყვანის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიების მასალების მიხედვით კი, დედას სადიგოვი სიძედ მოსწონდა, რადგან ის შეძლებული იყო.
14 წლის აითაჯ შახმაროვა კარაბულახის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე იყო. ის ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში არ გამოცხადებულა, რაზედაც დირექტორს არც პოლიციისთვის და არც სოციალური სამსახურისთვის არ უცნობებია. სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ სკოლის დირექტორის გამლეტ ისმაილოვის შესახებ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის დირექტორს არასრულწლოვანი გოგონების გათხოვების ფაქტების დამალვაში ადანაშაულებს. ორი დღის წინ, სკოლის დირექტორმა „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ ბაირამოვა მცდარ ინფორმაციას ავრცელებს და მას ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს.
