2021 წელთან შედარებით, 2022 წელს გაორმაგებულია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც სკოლაში სწავლა საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრების გამო შეწყვიტეს. სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით, ბოლო 2 წელში, ამ მიზეზით, საქართველოს სკოლებში მოსწავლის სტატუსი 8206 ბავშვს შეუწყდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
ბევრია ისეთი განცხადებაც, რომელშიც მითითებული არ არის სწავლის შეწყვეტის საფუძველი.
ყველაზე მეტმა მოსწავლემ სწავლა თბილისის, ქვემო ქართლის და აჭარის სკოლებში შეწყვიტა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ემიგრანტების რაოდენობა გაიზარდა - საქართველოს 100 802-მა მოქალაქემ ქვეყანა დატოვა. ამავე პერიოდში, საქართველოში 54 405 მოქალაქე დაბრუნდა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ, 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ყოველი მეხუთე მოქალაქე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს. წასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50 წლამდე ადამიანებში - მათგან თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს.
მოსახლეობა ქვეყანაში არსებულ ყველაზე დიდ გამოწვევებს შორის ფასების ზრდას, სამუშაო ადგილებსა და სიღარიბეს ასახელებს. გამოკითხულთა 48%, ანუ თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს. 9% ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა კარგია, 42%-ს აზრით კი - „საშუალო“. ამასთან, 50% არ არის დარწმუნებული, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ „ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა დასული“.
2023 წელს საქართველოში დაახლოებით 700 ათასამდე ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს, რაც 2015 წლის მონაცემებს თითქმის 300 ათასით აღემატება.
