თბილისში, ლილოს დასახლებაში 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობის საქმეზე მისი ნაცნობი მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ ცინდელიანს ბრალად განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2003 წელს დაბადებულმა ოთარ ცინდელიანმა, ქეთი ჯავახიშვილს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მოკლული ქალის ცხედარი 28 თებერვალს, დილით, საცხოვრებელ სახლთან ახლოს, თხრილში მამამ იპოვა. ადგილობრივების ინფორმაციით, მას ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავა.
2024 წლის დასაწყისიდან ეს საქართველოში ქალის მკვლელობის მესამე გახმაურებული ფაქტია. „საქართველოს ამბები“ წერდა, რომ 2014-2023 წლებში საქართველოში 200-ზე მეტი ქალი მოკლეს. აქედან, პროკურატურის მონაცემებით, 2014-2022 წლებში მოკლულია 195 ქალი. 2023 წლის იანვარ-ივნისში ფემიციდის 13 შემთხვევა დაფიქსირდა.
