თბილისში, დღეს, 9 იანვარს კიდევ ერთი ქალი მოკლეს. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის ქალი მთელ სხეულზე არსებული სისხლმდენი ჭრილობებით საწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა, გადაუდებელი ოპერაცია ჩატარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბოლო 10 დღეში ეს საქართველოში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის მეორე გახმაურებული ფაქტია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
კაცმა დაზიანებები თავადაც მიიყენა. ის ახლა საავადმყოფოშია მოთავსებული. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ცოლ-ქმარი ვარკეთილში ცხოვრობდა. მეზობლების ინფორმაციით, მათ ოთხი თვის შვილი ჰყავთ.
1-ელ იანვარს ბათუმში, 36 წლის ირმა ბ-ძეს ქმარმა დანით არაერთი ჭრილობა მიაყენა. 15 და 20 წლის შვილების დედა საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა. პოლიციამ 2 იანვარს, წარსულში არაერთხელ ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 44 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„ეს არის ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა“, - თქვა პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ.
პროკურატურის მონაცემებით, 2014-2022 წლებში საქართველოში 195 ქალი მოკლეს:
- 2014 წელს - 33 ქალი;
- 2015 წელს - 17 ქალი;
- 2016 წელს - 28 ქალი;
- 2017 წელს - 22 ქალი;
- 2018 წელს - 18 ქალი;
- 2019 წელს - 15 ქალი;
- 2020 წელს - 22 ქალი;
- 2021 წელს - 18 ქალი;
- 2022 წელს - 22 ქალი.
აქედან, ოჯახური ნიშნით მოკლულია 98 ქალი, სხვა მოტივით - 97 ქალი. ამავე პერიოდში რეგისტრირებულია 136 ქალის მკვლელობის მცდელობა, მათ შორის, ოჯახური ნიშნით - 54 ქალის, სხვა მოტივით - 82 ქალის.
2014-2022 წლებში თავი მოიკლა 9 ქალმა, 58-მა კი თვითმკვლელობა სცადა. პროკურატურამ ოჯახური ნიშანი გამოკვეთა ქალთა თვითმკვლელობის 3 და თვითმკვლელობის მცდელობის 10 შემთხვევაში.
საქართველოს პროკურატურას 2023 წლის ფემიციდის სტატისტიკა ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით, გასული წლის იანვარ-ივნისში 13 ქალი მოკლეს. ოჯახური დანაშაულის ნიშანი 7 შემთხვევაში გამოიკვეთა. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც ქალთა მკვლელობის მცდელობების მაჩვენებელი აჭარბებდა მკვლელობის შემთხვევებს, 2023 წლის 6 თვის მონაცემებით ირკვევა, რომ ქალთა მკვლელობების რიცხვი თითქმის 54%-ით აღემატებოდა მკვლელობის მცდელობათა რაოდენობას.
გენდერის ნიშნით, ასევე, ოჯახური ნიშნით ჩადენილი ქალის განზრახ მკვლელობა, 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
თუ თქვენ გახდით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის თაობაზე, გთხოვთ, დარეკოთ 112-ზე.