თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე დაცვის მხარის მოწმე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი ია ედიბერიძე გამოიკითხა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
გიორგი ახობაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკი “ჩაუდეს”. მისი თქმით, მტკიცებულებების შექმნის მიზნით, პოლიციელებმა დაკავებისას მისი პირის ღრუდან ნერწყვი აიღეს და ის ნარკოტიკული ნივთიერების შესაფუთ მასალაზე გადაიტანეს. ბიოლოგიური მასალის დასადგენად ექსპერტიზა დაცვის მხარემ დანიშნა.
„დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოვიკვლიეთ, კერძოდ, დავკითხეთ ექსპერტი ჩვენს მიერ დანიშნული ექსპერტიზის პასუხზე. ექსპერტმა დაგვიდასტურა, რომ შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი.
ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა, რადგან გიორგი აცხადებს, რომ მას დაკავების მომენტში პირის ღრუდან ნერწყვის ნიმუში ძალით, ხელთათმანიანი ხელის გამოსმით აუღეს, რათა მისი დნმ-ის კვალი გადაეტანათ შესაფუთ მასალაზე. ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნერწყვია გადასული შესაფუთ მასალაზე, ეს გარემოება კი ამყარებს ჩვენს პოზიციას, რომ მას ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია. ექსპერტმა თავდაყირა დააყენა ბრალდების მხარის არგუმენტაცია“, - განაცხადა ახობაძის ადვოკატმა, მარიამ მაძღარაშვილმა.
გიორგი ახობაძის დასმულ კითხვაზე, თუ როგორ ხვდება სხვადასხვა ზედაპირზე ბიოლოგიური მასალა, ექსპერტმა უპასუხა: “ ზოგადად ექსპერტიზა არ ტარდება იმაზე, როგორ მოხვდა ბიოლოგიური მასალა, ამ შემთხვევაში ნერწყვი, საკვლევი ობიექტის ზედაპირზე [ნარკოტიკის შესაფუთ პოლიეთილენზე]. თუმცა, ზოგადად შესაძლებელია ხელოვნურად, ბიოლოგიურ მასალიანი ნივთით, მაგალითად ჩხირით ან რეზინის ხელთათმანით, ზედაპირზე ბიოლოგიური მასალის გადატანა”.
შემდეგი სასამართლო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა. მასზე გამოიკითხება თავად ბრალდებული გიორგი ახობაძე, რის შემდეგაც ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. 22 ივლისს ჩანიშნულ სხდომაზე კი დასკვნით სიტყვას იტყვის დაცვის მხარე. ამავე სხდომაზე, შესაძლოა, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა განაჩენი გამოაცხადოს.
გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარუდგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
