რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაჯარიმებულთა დასახმარებლად გამართულ აქცია-კონცერტზე, სულ მცირე, 250 000 ლარი შეგროვდა. ამ თანხაში არ შედის უცხო ქვეყნებიდან ჩარიცხული შემოწირულებები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
საქველმოქმედო აქცია-კონცერტი თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, 2 ივნისს გაიმართა. მასში მონაწილეობას 30-მდე ქართველი მუსიკოსი იღებდა, მათ შორის იყვენენ გიორგი უშიკიშვილი, ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი, მერაბ სეფაშვილი, თამადა, ლელა წურწუმია, რობი კუხიანიძე, ჯგუფები - Loudspeakers, „გამოუვალი მდგომარეობა“ და სხვები.
„პირველი საათის მონაცემებით, ჯარიმების ფონდში 250 000 ლარი შეგროვდა“, - დაწერა კონცერტის დასრულების შემდეგ Nancy Woland-მა, Facebook ჯგუფის „დაიტოვე“ ადმინმა.
ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გზის ხელოვნურად გადაკეტვის, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმები 200-ზე მეტ ადამიანს შეუდგინეს. სასამართლო თითქმის ყველას აჯარიმებს. 5000 ლარით დაჯარიმდა 18 წლის აქტივისტი გიორგი დუმბაძე, 2200 ლარით კი სკოლის მოსწავლე სანდრო ჯოხაძე. სასამართლოში აქციის მონაწილეთა ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები იცავენ.
„საერთო ჯამში, ალბათ, ჯარიმების ოდენობა მილიონ ლარსაც მიაღწევს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ყოფილი სახალხო დამცველის შეფასებით, რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდების მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულება ხორციელდება, რადგან სახელმწიფო არ რეაგირებს ხელისუფლების მიერ წაქეზებულ მოძალადეებზე, რომლებიც აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს ყოველდღიურად უსწორდებიან.
საქველმოქმედო კონცერტზე შეგროვილი თანხით დაპატიმრებულ მოქალაქეებსაც დაეხმარებიან. ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება აქციების 9 მონაწილე, რომელთაც პროკურატურამ ბრალად პოლიციელზე თავდასხმა და ნივთის დაზიანება წარუდგინა.