რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას ღვინის კომპანიები 4 ლარის ოდენობით სუბსიდიას მიიღებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ცვლილება „2022 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 ივლისის №1327 განკარგულებაში შევიდა.
ღვინის კომპანია ვალდებული იქნება მევენახეობის სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ პირს ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას გადაუხადოს არანაკლებ 7 ლარი და შეისყიდოს არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი;
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მოწეული ყურძნის ჩაბარება ღვინის კომპანიების მიერ განხორციელდება ჩამბარებლებთან შეთანხმებული ინფორმაციის (ყურძნის ჩამბარებელი, ჩასაბარებელი ყურძნის ჯიში და რაოდენობა, ყურძნის ჩაბარების ადგილი და დრო) პორტალზე − portal.wine.gov.ge განთავსების შემდგომ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მევენახემ სრულად ჩააბაროს ყურძენი. არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს და ასევე მიიღოს შესაბამისი შემოსავალი. მნიშვნელოვანია, რომ მეტი სტიმული მივცეთ კერძო სექტორს, კერძო საწარმოებს იმისთვის, რომ ფაქტობრივად სრულად შეიძინონ მოწეული მოსავალი და სახელმწიფო საწარმოს მინიმალურად მოუწიოს ამ პროცესში ჩარევა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
საქართველოში ყურძნის ღირებულების სუბსიდირება 2008 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ეკონომიკური ემბარგო დააწესა.
2008-2022 წლებში რთველის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 630.8 მილიონი ლარი გამოიყო. აქედან 2021 წელს 138 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2022 წელს კი 150 მილიონი ლარი.
წელს, კახეთში სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კილოგრამ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს. ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა 1 კგ რქაწითელისა და კახური მწვანისთვის - 0,35 ლარის ოდენობით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, რთველის სუბსიდირების პროცესში მთელი რიგი კორუფციული ტიპის პრობლემები იკვეთება, მათ შორის, უპირატესობა ენიჭებათ „ქართული ოცნების“ შემწირველ და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფ კომპანიებს.