„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აფგან სადიგოვის ექსტრადირების მცდელობები - საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებებისა და არგაძევების პრინციპის მოთხოვნების შესაბამისად - და უზრუნველყოს ის და მისი მეუღლე საერთაშორისო დაცვით, თუ ისინი ამას ითხოვენ“, - ასე ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, Azel.TV-ის რედაქტორის აფგან სადიგოვის დაკავებასა და საექსტრადიციო პატიმრობას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
Amnesty International-ის დირექტორის მოადგილემ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დენის კრივოშეევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიცია აფგან სადიგოვს დააყენებს მისი უფლებების სერიოზული დარღვევის რისკის წინაშე. ეს მოიცავს წამებას, თავისუფლების თვითნებურ აღკვეთასა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.
კრივოშევის თქმით, სადიგოვის საქმე აგრძელებს აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის ამოძირკვის ტენდენციას, რომელიც ნოემბერში ბაქოში დაგეგმილი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციამდე (COP 29) გაძლიერდა. Amnesty International-მა კონფერენციის წინა პერიოდში აზერბაიჯანში გაყალბებული ბრალდებებით დამოუკიდებელი ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაკავების მრავალი შემთხვევა დააფიქსირა.
Amnesty International-ი ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი, ვინც გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის გამო არიან დაკავებულები.
აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქუჩაში, ცოლ-შვილის თანდასწრებით დააკავეს, 4 აგვისტოს კი მოსამართლემ მას სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში მუქარისა და გამოძალვის საქმეზეა ძებნილი. ექსტრადიციაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ის ციხეში დარჩება. ადვოკატ დიმიტრი ნოზაძის თქმით, ჟურნალისტი საქართველოში თავშესაფარს ითხოვს.
სევინჩ სადიგოვა მიიჩნევს, რომ მისი მეუღლე აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკის გამო იდევნება და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბრძანებითაა დაკავებული. დაკავებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე ოჯახი თურქეთში გამგზავრებას ცდილობდა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აფგან სადიგოვს ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. მაშინ სადიგოვი არ დაუკავებიათ - უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო.
აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან ცხოვრობს. ადვოკატის ინფორმაციით, აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მაისში აღძრეს ისე, რომ ამის შესახებ მან არაფერი იცოდა.
ამ თემაზე:
IPI საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ჟურნალისტი აფგან სადიგოვი აზერბაიჯანს არ გადასცეს
