საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონს იმის მიუხედავად, რომ მიიჩნევს, პარლამენტის მიერ მისი მიღება „ცალსახად ამომრჩევლის ირიბ მოსყიდვას“ წარმოადგენს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ზურაბიშვილმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები.
„საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა. ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე და საბოლოო მოსმენით 17 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე, 84 ხმით, მიიღო. იგი ითვალისწინებს ამნისტიის შემდეგ ფორმებს: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას; სასჯელის 1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით შემცირებას და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირებას.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა თქვა, პენიტენციურ დაწესებულებას 1000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს.
„მთლიანობაში, სხვადასხვა შეღავათის სახით ამნისტია 5000-ზე მეტ პატიმარს და დაახლოებით 22 000 პრობაციონერს შეეხება. 7000 პირი პრობაციის სისტემას დატოვებს კანონის მიღებისთანავე. საბოლოო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
„ამნისტიის შესახებ“ კანონს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, ამნისტია არ არის სამართლიანი და ის არ ეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დააკავეს. კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებდა, რომ მმართველი პარტიის ინიცირებულ ამნისტიას „რამდენიმე ათასი ხმის გამოვაჭრების“ მიზანი აქვს.