აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადოს რუსეთთან სადავო შეთანხმების რატიფიკაცია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას მოუწოდა, მოახლოებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადაიდოს ყველა მწვავე საკითხის განხილვა. დღეს, 15 ნოემბერს, დე ფაქტო პარლამენტი აპირებს, ოპოზიციის პროტესტის ფონზე, რუსეთთან გაფორმებული „საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიცირების საკითხი განიხილოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყველა მწვავე საკითხი, რომელიც ხალხს ჰყოფს და საზოგადოებას აღელვებს, გადადოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს.

თუ ხელისუფლება ამას არ დათანხმდება, უახლოეს დღეებში შესაძლო შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება აფხაზეთის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას და მის გარემოცვას.

გარდა ამისა, მოვუწოდებთ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, გამოიჩინონ სიბრძნე და თავშეკავება. ნუ მისცემთ ხელისუფლებას, რომელიც ხალხის ხარჯზე პირადი გამდიდრების მიზანს ემსახურება, უფლებას, რომ იარაღად გამოგიყენოთ. თქვენი ერთგულება მიმართული უნდა იყოს ქვეყნისა და მისი ხალხის ინტერესების დაცვაზე და არა ვიწრო ჯგუფის მხარდაჭერაზე, რომელიც მზადაა საერთო სიკეთე საკუთარი სარგებლისთვის გაწიროს“, - ნათქვამია არძინბას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ე.წ. ოპოზიციურ ძალებს სოხუმში, დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვა აქვთ დაგეგმილი. ისინი მოსახლეობას პროტესტში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ „საინვესტიციო შეთანხმება“ ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს.

დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებს შეთანხმების რატიფიცირების საკითხის გადადებისკენ მოუწოდა აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი მარშანმაც.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა შეთანხმებას ხელი 30 ოქტომბერს, მოსკოვში მოაწერეს. შეთანხმების ძალაში შესვლის შემთხვევაში, რუსული კომპანიები აფხაზეთში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვებას შეძლებენ. იგი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის ზომებს უცხოელი ინვესტორებისთვის, მათ შორის მრავალწლიან საგადასახადო შეღავათებს.

ამასთან, 11 ნოემბერს დე ფაქტო პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საბოლოო მოსმენით მიიღეს კანონპროექტი მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობის შესახებ, რომელიც სადავო შეთანხმების ნაწილია. დოკუმენტის მიხედვით, „მრავალფუნქციური კომპლექსები“ შეიძლება მოიცავდეს სპორტულ, სავაჭრო, გასართობ ობიექტებს და აკრძალულია ამ შენობებში ბინების ან სასტუმროების განთავსება, რაც გათვალისწინებული იყო „აპარტამენტების შესახებ“ კანონით, რომელიც მანამდე აფხაზურმა მხარემ დაბლოკა.

დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ინვესტიციები აფხაზეთის ეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელია, შეთანხმების მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ ის ანტიეროვნულია და მხოლოდ ოლიგარქებს მოუტანს სარგებელს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.