150-ზე მეტი არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აჩერებს, ვიდრე „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს უკან არ გაიხმობს. ამასთან, ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დარეგისტრირდებიან ღირსების შემლახავ რეესტრში და მოქალაქეებს მოუწოდებენ, რუსული კანონის წინააღმდეგ, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს. ეს ქართველი ხალხის ურყევი ნების ღალატია. არ დარჩენილა სოციალური ფენა, პროფესიული თუ საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელსაც გასულ დღეებში, ხელისუფლებისთვის რუსული კანონის გაწვევა არ ეთხოვა. მეცნიერები, სტუდენტები, ექიმები, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები, მეღვინეები, მეწარმეები, ფერმერები და სხვა ჯგუფები, დღეს ერთად დგანან ისტორიის სწორ მხარეს.
ასევე, ყველა საერთაშორისო პარტნიორის: ევროკავშირის, ნატოს, გაეროს, ევროსაბჭოსა და მეგობარი ქვეყნის განცხადებით, რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება, კლავს ქართულ დემოკრატიას და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვამბობთ: ა) ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობაზე; ბ) სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთა საბჭოებში მუშაობაზე გ) საერთაშორისო თუ სხვა სამუშაო ფორმატებში ხელისუფლებასთან კოორდინაციაზე.
ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ხალხისთვის. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ ხალხს და გავაგრძელებთ მუშაობას ბავშვების, ქალების, მშრომელების, შშმ პირებისა და სხვა დაუცველი ჯგუფების უფლებების დასაცავად.
სწორედ ამ ხალხის 80%, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეები, მხარს უჭერენ და შრომობენ, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. „ქართული ოცნება“ კი, ამ ხალხს აიძულებს, მათივე სურვილის საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა მიიღოს 29 აპრილს დაგეგმილ მთავრობის რუსულ მარშში. მთავრობის რუსული მარშით, ხელისუფლება ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს, მაშინ როცა, ჩვენი მომავალი ევროპაშია. ხელისუფლება უპირისპირდება შვილებს, მომავალ თაობებს, საჯარო მოხელეებსა და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერ აბსოლუტურ უმრავლესობას.
ჩვენი და ქართველი ხალხის პასუხი კი არის: არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი. კი ევროპას! არა რუსულ კანონს“, - განცხადებას ხელს აწერენ:
- Ad Hoc რეაგირების ცენტრი
- Gundelik
- ISFED მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის ოფისი
- ა(ა)იპ "ტოლერანტობის სამყარო"
- ა(ა)იპ ,,მართლმსაჯულების სახლი"
- ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”
- ა(ა)იპ თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი
- ა(ა)იპ მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი “მედიახმა”
- ა(ა)იპ ნეოგენი
- ა(ა)იპ სტუდენტები ევროპული მომავლისთვის
- ა/ო საქართველოს ევროპული მომავალი
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- ალიქ მედია ჯორჯია
- ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
- ახალგაზრდების და ზრდასრულთა განვითარების ასოციაცია - YADA
- ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
- ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
- ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
- ბათუმელები/ნეტგაზეთი
- გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები
- გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
- განვითარების, განათლებისა და სოციალური ჩართულობის ასოციაცია - ADESI
- განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა
- გერგარტი
- გორის სათემო რადიო მოზაიკა
- გურიის სამოქალაქო ცენტრი
- დემოკრატიის ინსტიტუტი
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- დემოკრატიის მცველები
- ევროპის ფონდი
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
- ვი2თექ ჯორჯია
- თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
- თავისუფალი ასოციაცია
- თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
- თბილისი პრაიდი
- თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
- თოლისკური
- ილიას სამართლის სახლი (ილიასი)
- ინდიგო
- ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- იორმუღანლოს სათემო ცენტრი
- კავშირი საფარი
- კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი
- კოგნიტიო
- კომლი
- კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN)
- კოშკის სათემო განვითარების ცენტრი
- კრეატიული განვითარების ცენტრი
- ლომეკი
- მართმსაჯულების განვითარების ცენტი
- მედია სახლი–სამხრეთის კარიბჭე
- მედიაომბუდსმენი
- მედიის ინსტიტუტი
- მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი
- მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)
- მონაწილებითი დემოკრატიის ინიციატივა (PDI)
- მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD)
- მუხრანის საინიციატივო ჯგუფი
- მწვანე ალტერნატივა
- მწვანე სექტორი
- მხარდაჭერისა და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი
- ონალაინ-გამოცემა „პუბლიკა"
- ორბელიანი საქართველო
- ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის -პსკ
- პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
- პლატფორმა სალამი
- პრევენცია პროგრესისთვის
- პროიუზ საქართველო
- პროფესიო - პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
- რადიო ნორ
- რაჭის სათემო ორგანიზაცია
- რეგიონული პარტნიორობის ცენტრი
- რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)
- საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
- საზოგადოება და ბანკები
- საზოგადოებრივი მონიტორინგის და კვლევის ცენტრი PMRC
- საზოგადოებრივი მოძრაობა “მწვანეები”
- საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
- სათემო კავშირი ჰერეთი
- სათემო ორგანიზაცია ნუკრიანი
- საინიციატივო ჯგუფი - აქტიური მოქალაქეობის აკადემია
- საინიციატივო ჯგუფი “მოძრაობა”
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- სამოქალაქო აქტივობების ცენტრი (CCA)
- სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი
- სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
- სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
- საორსა
- საუნჯე
- საქართველო - დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება
- საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია
- საქართველოს ამბები / მთის ამბები
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- საქართველოს ევროპული ორბიტა
- საქართველოს მომავლის აკადემია
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითრების ასოციაცია (ACSDG)
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
- საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
- საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
- საქართველოს შეფასების საზოგადოება
- სბგც კავკასია ახალციხის ოფისი
- სოლიდარობის თემი
- სოფლის განვითარებისა და სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი - ლილიფარი
- სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- სოციალური საწარმო "გუმბათი"
- სტრატეგიული, ორგანიზაციული, და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი (COSDP)
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- უფლებები საქართველო
- ფემეა
- ფემინა
- ფენიქსი 2009
- ფოლკლორული საქართველო
- ფორსეტი
- ფსიქოლოგიის სახლი
- ქალები თავისუფლებისთვის
- ქალები რეგიონის განვითარებისათვის
- ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო
- ქალთა ასოციაცია გვირილა
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
- ქალთა სოლიდარობის ცენტრი
- ქალთა ფონდი საქართველოში
- ქალი და განვითარება
- ქართული მედია ჯგუფი
- ქვემო ქართლის მედია - QvemoQartli.ge
- ღია სივრცე კავკასია (COS)
- ყვარლის ევროკლუბი
- შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი ,,ლამპარი''
- ჩემი ხარაგაული
- ჩვენ განათლებისთვის
- ციფრული ტექნოლოგიების სააგენტო NEO TV
- ცოდნის კაფე
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT
- წერტილი
- ჭავჭავაძის ცენტრი
- ჯანსაღი მომავალისთვის
- ჯგუფი ბულიონი ( მხატვრების გაერთიანება )