არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები და არც მართლმსაჯულება - ზურაბიშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ნაწილია, საბჭოთა სისტემიდან გამოსვლის გზაა. პრეზიდენტის თქმით, მართლმსაჯულება საქართველოსთვის „უცხო ხილი არ არის“, თუმცა ქვეყანას დღეს ის არ გააჩნია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ მართლაც ვიყავით წამყვანი ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ცოტა ჩამოვრჩით. ჩვენი ბრალით, ასე ვთქვათ, ერთობლივი ბრალით. ჩვენ არ ველოდებოდით კანდიდატურის წარდგენასაც კი - დასახელებული იყო 2024 წელი, როცა ვაპირებდით, მაგრამ ამისთვის ჯერ არაფერი იყო მზად. ეს ერთგვარად მოხდა და ჩვენ ამითი ვსარგებლობთ. ამისთვის მადლიერები უნდა ვიყოთ.

12 რეკომენდაციაში ნათელია, რომ მართლმსაჯულება და მისი რეფორმა ან ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანა მთავარია. მთავარია იმიტომ, რომ ეს არის საშუალება, გზა იმისთვის, რომ ჩვენ საბჭოთა სისტემიდან გამოვიდეთ. სხვა გზა არ არსებობს, აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი: ადამიანის უფლებების დაცვა, ბიზნესის დაცულობა, ევროპული უსაფრთხოების სტანდარტების დადგენა, დისკრიმინაციის დაძლევა, მოსმენების აუცილებლობის ან არ აუცილებლობის დადგენა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, ანუ ყველაფერი ის, რასაც ზოგადად ვეძახით დემოკრატიას. ყველაფერი გადის მართლმსაჯულებაზე. თუ არა მართლმსაჯულება, მაშინ არაფერი არაა დაცული და დამოკიდებული ვართ იმის თუ ამის ნებაზე და გადაწყვეტილებაზე. ამიტომ ეს სამუშაო ძალიან მნიშვნელოვანია“ განაცხადა ზურაბიშვილმა „მართლმსაჯულების სახლის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.

სასამართლო რეფორმის გატარება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციას შორის რიგით მესამეა. უფრო კონკრეტულად, საქართველომ უნდა მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულად, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება. კერძოდ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა დანიშვნის დროს. საქართველომ უნდა გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს წევრები. ევროკომისია მიუთითებს, რომ ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით.

ევროკავშირი მზად არის საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს მას შემდეგ, რაც იგი 12 რეკომენდაციას შეასრულებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).