არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ მალკევიჩი საპარლამენტო არჩევნები დღეებში საქართველოში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე გაავრცელა

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ორგანიზაცია მალკევიჩს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „პროპაგანდისტული ქსელის დამფუძნებლად“ მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ „შეშფოთებულნი არიან საქართველოში რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში კრემლის ამ რეტრანსლატორის როლით“.

2021 წლის აპრილში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ალექსანდრ მალკევიჩი სანქციებულთა სიაში შეიყვანა. აშშ-ის ხელისუფლებამ თავისი ეს გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ მალკევიჩი ხელს უწყობდა „ვაგნერის ჯგუფის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის გლობალურ დეზინფორმაციულ ოპერაციებს. კერძოდ, მალკევიჩმა ჩაატარა კამპანია, რომელიც არღვევდა საარჩევნო პროცესს შეერთებულ შტატებში. ამერიკის მთავრობამ მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოც დააწესა.

2023 წლის აგვისტოში მალკევიჩი ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა და სავარაუდოდ, ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი აქვს დარღვეული. როგორც პროპაგანდისტული გამოცემა „სპუტნიკი“ წერს, მალკევიჩი ცხინვალში რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთს რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავის წინა დღეს ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევს შეხვდა. ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვისგაგლოევმა ის მეგობრობის ორდენითდააჯილდოვა.

ალექსანდრ მალკევიჩი ალან გაგლოევთან ერთად

არჩევნების პერიოდში საქართველოში ყოფნის შესახებ ინფორმაცია თავად მალკევიჩმაც გაავრცელა. Telegram-არხზე მას გამოქვეყნებული აქვს ფოტოები „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო ღონისძიებიდან, რომელიც 23 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა.

„თბილისში უბრალოდ ისე არ წავსულვარ: რა თქმა უნდა გადავიღეთ რეპორტაჟი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ“, - მალკევიჩის თქმით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პროცესის გასაშუქებლად მას აკრედიტაცია მიანიჭა.

27 ოქტომბრს მან თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გადაღებული ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ „სწორედ ახლა წყდება ქვეყნის კურსი“.

ძალაუფლებისკენ იქაჩება მთელი 4 აბსოლუტურად პროდასავლური პარტია, რომელთა ნაწილი არ მალავს, მათი ლიდერები ამას ღიად ამბობენ, რომ სურთ რუსეთთან ომის გაჩაღება. თავისი არსით ეს არის არჩევნები ომსა და მშვიდობას შორის“, - უყვება აუდიტორიას რუსი პროპაგანდისტი.

ალექსანდრ მალკევიჩი საქართველოში იმყოფებოდა და მუშაობდა მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ტერიტორიაზე არ შემოუშვა ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი. მას საპარლამენტო არჩევნები უნდა გაეშუქებინა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 34-საათიანი „უკანონიპატიმრობის“ შემდეგ, უკან, ჩეხეთში გააბრუნეს.

საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.93% მიიღო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ შედეგებსარალეგიტიმურს უწოდებს. მისი შეფასებით, საქართველოში „რუსული სპეცოპერაცია“ ჩატარდა.

ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი, რეალურად, რუსული სპეცოპერაციის, შეიძლება ითქვას, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენსხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე“, - განცხადა ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე დღეს.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიიდანარცერთი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.