აზერბაიჯანი 361 ტონა ჰუმანიტარულ ტვირთს მთიან ყარაბაღში არ უშვებს - ფაშინიანი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანი ხელს უშლის მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას. სომხეთმა 361 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი 19 სატვირთო მანქანით გუშინ გაგზავნა, თუმცა კოლონა მხოლოდ ლაჩინის დერეფნის შესასვლელამდე მივიდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ფაშინიანის თქმით, სომხურმა მხარემ რუს მშვიდობისმყოფელებს სთხოვა ტვირთის მიღება და მთიანი ყარაბაღისთვის მიწოდება, სადაც „ლაჩინის დერეფნის რვათვიანი უკანონო ბლოკადის შედეგად ჰუმანიტარული კრიზისი დაიწყო“.

„თუმცა, აზერბაიჯანი ხელს უშლის ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას ლაჩინის დერეფანში და მთიან ყარაბაღში. ეს პრაქტიკა გაუგებარი და მიუღებელია.

ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების მოტივი ის იყო, რომ თითქოს სომხეთი ამ დერეფანს სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა. ეს, რა თქმა უნდა, აბსურდული განცხადებაა, მაგრამ გამოიყენება ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირების საბაბად. გუშინ მთიან ყარაბაღში გაგზავნილი 19 სატვირთო მანქანის შიგთავსი ასეთია: ფქვილი - 100 ტონა, მაკარონი - 80 ტონა, შაქარი - 60 ტონა, მცენარეული ზეთი - 40 ტონა, რძის ფხვნილი - 40 ტონა, მარილი - 20 ტონა, ბავშვის საკვები - 12 ტონა, წამლები - 9 ტონა. სულ, 361 ტონა.

გაგზავნის წინ, სომხეთში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები მოწვეული იქნენ და შაუმიანის მოედანზე გაჩერებული სატვირთო მანქანების ზემოაღნიშნულ შიგთავსს გაეცნენ. რატომ არ უშვებს აზერბაიჯანი ამ ტვირთს მთიან ყარაბაღში? იმიტომ ხომ არა, რომ აზერბაიჯანის რეალური მიზანი მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლების შიმშილით მოკვლა, მათი გენოციდია?“, - განაცხადა ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე.

აზერბაიჯანულმა მხარე სომხეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ და ბაქოსთან შეთანხმების გარეშე ავტოკოლონების გაგზავნა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე თავდასხმაა.

ლაჩინის დერეფანი, სადაც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადის, 2022 წლის 12 დეკემბრიდან ბლოკირებულია. ჯერ კიდევ თებერვალში, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაავალა, ლაჩინის დერეფნის ბლოკირება შეეწყვიტა და ადამიანების, ტრანსპორტის და ტვირთის შეუფერხებელი გადაადგილება უზრუნველეყო. აპრილის ბოლოს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ იქ საკონტოლო-გამშვები პუნქტი განათავსა. მათი განმარტებით, პუნქტმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე „არალეგალური სომხური შეიარაღებული ჯგუფებისთვის ცოცხალი ძალის, იარაღის და ნაღმების უკანონო ტრანსპორტირება“ უნდა აღკვეთოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.