ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანს ლაჩინის დერეფნის განბლოკვა დაავალა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაავალა, შეწყვიტოს მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის, ლაჩინის დერეფნის ბლოკირება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ჰააგაში მდებარე სასამართლომ 22 თებერვალს დაადგინა, რომ  საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, აზერბაიჯანმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს ადამიანების, ტრანსპორტის და ტვირთის შეუფერხებელი მოძრაობა ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ორივე მიმართულებით.

სომხეთმა საერთაშორისო სასამართლოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ 2021 წლის სექტემბერში მიმართა. საქმე ეხება აზერბაიჯანის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის სავარაუდო დარღვევას. 2022 წლის 28 დეკემბერს სომხეთმა სასამართლოსგან დროებითი ღონისძიების გამოყენება მოითხოვა. სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ 12 დეკემბერს, აზერბაიჯანმა დაბლოკა ერთადერთი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღში მცხოვრებ 120 000 ეთნიკურ სომეხს გარესამყაროსთან აკავშირებს.

„ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობს სომხების კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისთვის გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი საფრთხე. ამრიგად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ბლოკადა და სხვა ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. სომხეთი ყურადღებით დააკვირდება სიტუაციას და აცნობებს სასამართლოს აზერბაიჯანის მხრიდან ნებისმიერი დარღვევის შესახებ. მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რათა უზრუნველყონ აზერბაიჯანის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი შესრულება“, - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ აზერბაიჯანის მთავრობა ითხოვდა, საერთაშორისო სასამართლოს სომხეთისთვის დაევალებინა, შეეწყვიტა ლაჩინის დერეფნის დანაღმვა და ნაღმების ტრანსპორტირება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა აზერბაიჯანის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ. სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, აზერბაიჯანმა შესაბამისი მტკიცებულებები არ წარადგინა.

ლაჩინის დერეფანი ორ თვეზე მეტია ბლოკირებულია აზერბაიჯანელების მიერ, რომლებიც თავს ეკო-აქტივისტებს უწოდებენ. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის შეფასებით, ბლოკადამ რეგიონში საკვებისა და სამედიცინო მარაგების მწვავე უკმარისობა გამოიწვია. ელექტროენერგიის დეფიციტის გამო დროებით დაიხურა ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი, სადაც დაახლოებით 27 000 ბავშვი დადიოდა. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ქრონიკული პრობლემების პაციენტებისთვის. სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტის გამო საფრთხის ქვეშ დგას ფეხმძიმე და მშობიარე ქალების ჯანმრთელობაც.

„აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საერთაშორისოდ აღიარა სუვერენიტეტი ამ ტერიტორიებზე და აკონტროლებს იმ ტერიტორიასაც, საიდანაც ხდება ბლოკადა. აზერბაიჯანის ვალდებულებაა, უზრუნველყოს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წვდომა საკვებზე, სხვა აუცილებელ საქონელსა და მედიკამენტებზე. თავის მხრივ, რუსეთის სამშვიდობო მისიას ევალება ლაჩინის დერეფნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თუმცა, ორივე მხარე აშკარად არ ასრულებს თავის ვალდებულებებს“, - განაცხადა მარი სტრუტერსმა, Amnesty International-ის დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

ორგანიზაცია აზერბაიჯანს გზის სასწრაფოდ განბლოკვისა და ჰუმანიტარული კრიზისის დასრულებისკენ მოუწოდებს. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.