ბელგიამ საქართველო ამოიღო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან. ამ სიას ბრიუსელში წელიწადში ერთხელ აახლებენ ქვეყნებში არსებული უახლესი ვითარების მიხედვით და ითვალისწინებენ მდგომარეობას კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების, პოლიტიკური სტაბილურობის კუთხით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ბელგიას შესაძლოა მოჰყვეს ევროკავშირის სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებაც. სწორედ ამიტომ ჩნდება საფრთხე იმისა, დღის წესრიგში დადგეს უვიზო მიმოსვლის შეჩერება“, -
განაცხადა პარტია „ლელოდან“ საქართველოს პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა, რომელიც 2005-2013 წლებში ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩი იყო.
საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში 2016 წლიდან იყო ალბანეთთან, ბოსნია ჰერცეგოვინასთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, კოსოვოსთან, სერბეთთან, მონტენეგროსთან და ინდოეთთან ერთად.
ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ცოტა ხნის წინ განახლებულ სიაში დარჩა ყველა ეს ქვეყანა საქართველოს გარდა იმის გათვალისწინებით, რომ ისინი კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში, ვახტანგ მახარობლიშვილი ამბობს, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღება, შესაძლოა, ტექნიკურ შეცდომასთან ან გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებთან იყოს დაკავშირებული.
„ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და შემიძლია ღიად ვთქვა, სამინისტროს ჰქონდა პოზიტიური დამოკიდებულება და რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში დარჩენილიყო. შესაბამისად, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ხანდახან გარკვეული ტექნიკური და სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე მიიღება.
მიმდინარე წელს ჩვენ გვაქვს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ვარდნა. კონსულტაციები გვქონდა საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, შიდა კომუნიკაციაც მიდის ბელგიის უწყებებს შორის და ალბათ, უახლოეს მომავალში დაგვიზუსტებენ კონკრეტულ, შესაძლოა, ტექნიკურ და სტატისტიკურ მიზეზებს“, - განაცხადა მახარობლიშვილმა.
რაც შეეხება უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ელჩის თქმით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება და ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა.
ბელგიის ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის ოფისი დაცვის სტატუსს უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს, თუ ისინი დაასაბუთებენ, რომ მათ შემთხვევაში ქვეყანა უსაფრთხო არ არის.
2023 წლის იანვარ-ივნისში ბელგიაში საერთაშორისო დაცვა საქართველოს 409-მა მოქალაქემ მოითხოვა. საქართველო იმ ქვეყნების პირველ ათეულშია, რომლის მოქალაქეებიც ბელგიაში დაცვას ყველაზე ხშირად ითხოვენ.