ჩეჩენმა ბლოგერმა ტუმსო აბდურახმანოვმა მისი მკვლელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციიდან თითქმის სამი თვის შემდეგ, Telegram-სა და YouTube-ზე პირველი ვიდეო სათაურით „დაბრუნება“ გამოაქვეყნა. ბლოგერი არ განმარტავს, რა შეემთხვა და რატომ არ ჩანდა ამ ხნის განმავლობაში. აბდურახმანოვი გაუჩინარებასთან დაკავშირებით მხოლოდ იმას ამბობს, რომ ცოცხალი და ჯანმრთელია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 3 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 4 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 5 პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა
- 6 ე.წ. ვისკის საქმეზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს
„მეგობრებო, ისევ ვაგრძელებ საქმიანობას ჩემს არხებზე. თვალი ადევნეთ განახლებულ ინფორმაციას, თვალი ადევნეთ მოვლენებს“, - ამბობს ის.
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის და მისი გარემოცვის კრიტიკით ცნობილი ტუმსო აბდურახმანოვი სოციალურ ქსელებში ბოლოს 30 ნოემბერს გამოჩნდა. მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 1-ელი დეკემბრიდან ვრცელდებოდა. 5 დეკემბერს, მოძრაობა „ადათმა“, რომელიც თავს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ სახალხო მოძრაობას უწოდებს, Telegram-ში დაწერა: „როგორი რთულიც არ უნდა იყოს ჩვენთვის მომხდარის აღიარება, სამწუხაროდ, ჭორები ტუმსო აბდურახმანოვის სიკვდილის შესახებ სიმართლე აღმოჩნდა. რამდენიმე დღეა ჩვენ ვაწარმოებთ საკუთარ შიდა გამოძიებას ტუმსოს მკვლელობის საქმეზე. თავიდან ვერ ვიჯერებდით მომხდარს. ამ ეტაპზე მისი დაღუპვის დამადასტურებელი საკმარისი ინფორმაცია გვაქვს. მისი ძმა, მუჰამედი სპეცსამსახურებმა დამალეს. ტუმსოს ადამიანთა ჯგუფმა ღამით ესროლა. ამ წუთებში მკვლელობის დეტალებს იძიებენ“.
შვედეთის პოლიცია აბდურახმანოვის მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ადასტურებდა და არც დამატებით კომენტარს აკეთებდა.
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილობაში მყოფი მთავრობის ხელმძღვანელი ახმედ ზაკაევი მიიჩნევდა, რომ დევნილი ბლოგერი ცოცხალი იყო და შვედი სამართალდამცველების დაცვის ქვეშ იმყოფებოდა.
ტუმსო აბდურახმანოვი ჩეჩნეთიდან 2015 წელს გაიქცა, რასაც წინ უძღოდა კონფლიქტი ჩეჩნეთის მთავრობის ადმინისტრაციის მაშინდელ ხელმძღვანელთან ისლამ კადიროვთან. აბდურახმანოვი საქართველოში იმყოფებოდა და თავშესაფრის მიღებას აქ ცდილობდა, რაზეც უარი ეთქვა. 2017 წელს მან საქართველო დატოვა, რის შემდეგაც ჯერ პოლონეთში იყო, შემდეგ კი შვედეთში. ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ტუმსო აბდურახმანოვს მოკვლით არაერთხელ დაემუქრნენ. 2020 წლის თებერვალში, შვედეთში, ბლოგერს საკუთარ ბინაში ჩაქუჩით რუსეთის მოქალაქე რუსლან მამაევი დაესხა თავს. 2021 წლის ოქტომბერში აბდურახმანოვმა შვედეთის ხელისუფლებისგან პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო.
