არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება „დროებითი მოვლენაა“ და ამ საკითხს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან განიხილავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
„თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას, ტრამპის ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი უკრაინასთან მიმართებით და ამას აკეთებენ ახლა უკვე საქართველოსთან მიმართებითაც. თუმცა, ამას ვერ ექნება ვერავითარი პრინციპული მნიშვნელობა. ჩვენ დაველოდებით, რა თქმა უნდა, ახალ ადმინისტრაციას და ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან. შესაბამისად, ეს არის ზუსტად ისეთივე დროებით მოვლენა, როგორიც სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
შეკითხვს, ჰონდა თუ არა კომუნიკაცია მომავალ ადმინისტრაციასთან, კობახიძემ უპასუხა, რომ მათი [საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის] მხრიდან იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და აქვთ სურვილი, შედგეს პირდაპირი კომუნიკაციაც.
ირაკლი კობახიძეს ასევე ჰკითხეს, იცნობს თუ რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარისა და ჯო უილსონის კრიტიკულ პოზიციას საქართველოს მთავრობის მიმართ.

ჯო უილსონი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად განიხილება. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია. კონგრესმენი მიიჩნევს, რომ აშშ-მა უნდა დაასანქციროს „რუსეთის არალეგიტიმური მარიონეტები, რომლებიც ქართველ ხალხს ესხმიან თავს და მათი სუვერენიტეტს ართმევენ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც და მისი ლაქიები“.
„ჩვენთვის მთავარია ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის მთავარი, დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. მანამდე სხვა ვიღაც ამბობდა რაღაცას და იმას მიყვებოდა ჰელსინკის კომისია, რასაც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. ამიტომ ჩვენთვის მთავარია დონალდ ტრამპთან ურთიერთობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
30 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ ეწინააღმდეგება დაპირებას ქართველი ხალხისადმი, რომელმაც კონსტიტუციაში დააფიქსირა ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციისკენ მისწრაფება.
