პოლიტიკური პარტია „ჩვენ“ დამფუძნებლებმა აკია ბარბაქაძემ, დავით ქაცარავამ და კახა გოგიძემ დატოვეს. პარტიის უკვე ყოფილი გენერალური მდივნის, დავით ქაცარავას თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი სხვა წევრებთან აზრთა სხვადასხვაობა გახდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, წინასაარჩევნო მარათონის ფორმა და მასში ჩვენი პატარა გაერთიანების ჩართულობაზე სტრატეგიული ხედვები და რაც მთავარია, სასურველი მიზნისკენ სწრაფვის ფორმები ვერ და არ დაემთხვა ერთმანეთს, ჩვენ, სამმა პერსონალურად გადავწყვიტეთ, დაგვეტოვებინა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ“ და გაგვეგრძელებინა ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ პარტიის გარეთ“, - დაწერა სოციალურ ქსელში დავით ქაცარავამ. მისი ინფორმაციით, პარტია სხვებმაც დატოვეს.
დავით ქაცარავამ პარტიის შექმნისა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნის შესახებ ორი თვის წინ, აგვისტოს ბოლოს განაცხადა, რის შემდეგაც პარტიას „თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა“ სახელი შეეცვალა და „ჩვენ“ ეწოდა. მას შეუერთდნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“, დეპუტატ ტარიელ ნაკაიძის პოლიტიკური მოძრაობა „რეგიონები საქართველოსთვის“ და „რუსთაველის გზა“.
„ჩვენ“ საპარლამენტო არჩევნებში 23 ნომრით მონაწილეობს. პარტიის წევრებს შორის ასევე არიან ხატია ბაკურაძე, ლაშა ქვლივიძე, გიგიშა პატარიძე, მიხეილ რამიშვილი, ლაშა მგელაძე, ვახტანგ ლოსაბერიძე, ზაზა ხურციძე და სხვები.
