საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი გლობალურ თაღლითურ სქემაში მონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერილ ე.წ. ქოლცენტერების საკითხთან კავშირი არასდროს ჰქონია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
კეზერაშვილმა საგამოძიებო მასალის გამოქვეყნების შემდეგ განცხადება გაავრცელა. როგორც ის ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მედიასაშუალებად მიაჩნია, მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ბევრი შეკითხვა აქვს.
„აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში, ამიტომ არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მე მაყენებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩემ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ჩემი მონაწილეობით შექმნილ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კი მმართველი პარტიის მხრიდან კამპანიური ხასიათის შეტევაა, რაც აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში.
გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე გასულ მასალაში ჩემთან დაკავშირებული როგორც ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დავადასტურო და ამას დიდი დრო არ დასჭირდება.
ასევე, ყოველთვის გამოვთქვამდი მზადყოფნას და დღესაც მზად ვარ, ე.წ. ქოლცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, მითუმეტეს რომ ჩემი, როგორც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პირის, საცხოვრებელი ადგილი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომლის მართლმსაჯულების სისტემის სანდოობაში ეჭვი არავის ეპარება“, - აცხადებს დავით კეზერაშვილი.
BBC წერს, რომ კეზერაშვილი დაკავშირებულია Milton Group-თან, რომელმაც რიგითი ადამიანები მილიარდ დოლარზე მეტით გაძარცვა. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კეზერაშვილის საკუთრებაშია კიევში მდებარე საოფისე შენობა, სადაც განთავსებული იყო თაღლითური ქოლცენტრი და ტექნოლოგიური ფირმები, რომლებიც პროგრამული უზრუნველყოფით იყვნენ დაკავებული. იგივე ტექნოლოგიური ფირმები ფუნქციონირებდნენ თბილისში, კეზერაშვილის საკუთრებაში არსებულ ოფისებშიც.
2021 წლის სექტემბერში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2023 წლის მარტში თბილისის სააპელაციო სასამართლომ კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა. ტელეკომპანია „ფორმულამ“ განაცხადა, დავით კეზერაშვილის სახელზე საქართველოში არსებული ერთადერთი ქონება ტელევიზიის 51%-იანი წილია და სასამართლოს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს კრიტიკული მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას.