საქართველოს ეკონომიკისა მინისტრი ლევან დავითაშვილი ადასტურებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით ჩინური კომპანიებიც არიან დაინტერესებულნი. მინისტრის ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება პირველი ეტაპის შეფასება, რის შემდეგაც პრეტენდენტებთან ტექნიკური პირობების დაზუსტება მოხდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ანაკლია საქართველოსთვის, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტია. მეტი ტვირთბრუნვა უნდა უზრუნველყოს საქართველოსა და „შუა დერეფანში“. ის არის ჩვენი ლოგისტიკის და ტრანსპორტის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ კუთხით განვიხილავთ ანაკლიის განვითარებას. ეს კონტექსტია გასათვალისწინებელი, როცა პარტნიორს შევარჩევთ. იცით, რომ სამხრეთ კავკასიაში ვართ. ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი შემადგენელი რგოლია, აღმოსავლეთის, აზიის ქვეყნების და ევროპის, კერძოდ, დასავლეთის დამაკავშირებელია.
რაც შეეხება ჩინური კომპანიების შესაძლო მონაწილეობას, ან დაინტერესებას, ხედავთ, რომ ჩინური კომპანიები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ჩინური კომპანიები საკმაოდ კონკურენტუნარიანები იყვნენ გარკვეული პროექტების განხორციელებაში. გიდასტურებთ, რომ არსებობს ჩინური კომპანიების მხრიდანაც ანაკლიის პროექტში მონაწილეობაზე ინტერესი, თუმცა არამხოლოდ ჩინური კომპანიების მხრიდან არსებობს. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ანაკლიის პროექტით დაინტერესებულია ბევრი სხვა საერთაშორისო, კვალიფიციური გამოცდილი კომპანია. როდესაც ვთქვით, რომ ანაკლიის განვითარებას ვიწყებთ ახლებური მიდგომით, ეს ოპონენტებმა შეაფასეს, როგორც უტოპია, შეუძლებელი, თუმცა, დღეს ცალსახად ჩანს ინტერესი. ამ პროცესში დაინტერესებული არიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან, ევროპული, აზიური კომპანიები, ახლო სამეზობლოდანაც არიან“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მანამდე, 6 სექტემბერს, თბილისში გამართულ კონფერენციაზე საქართველოში ჩინეთის ელჩმა დაადასტურა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებულები არიან.
„თუკი კარგი პირობები გვექნა, ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ ჩინური კომპანიები ჩაერთონ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა თუ სხვა პროექტებში. ზოგადად, ჩინური კომპანიები და ჩინური საწარმოები დაინტერესებულნი იქნებიან „სარტყლისა და გზის“ მთელ გაყოლებაზე, „შუა დერეფანში“ ინფრასტრუქტურული პროექტებით“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს 29 ივლისს შეხვდა. მათ ერთად განაცხადეს, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ უნდა განეხორციელებინა, თუმცა საქართველოს მთავრობამ მასთან ხელშეკრულება 2020 წელს გაწყვიტა. კონსორციუმში რამდენიმე ინვესტორი კომპანია, მათ შორის, „თიბისი ჰოლდინგი“ შედიოდა. 2019 წელს გენერალურმა პროკურატურამ ჰოლდინგის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და მათ ბრალი 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის (ფულის გათეთრება) წარუდგინა. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო თაღლითობისთვის. ხაზარაძე და ჯაფარიძე მიიჩნევენ, რომ მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერების მიზნით დაიწყო.