საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი „დაემუქრა“, რუსეთის პრეზიდენტის შემდეგ სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, თითოეული ასეთი ფაქტის გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაა საჭირო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„ევროპული პოლიტიკა მოწამლულია სიძულვილის ატმოსფეროთი, რომელიც გაჟღენთილია ძალადობის კულტით მათ მიმართ, ვინც იცავს დამოუკიდებელ თვალსაზრისს, რომელიც არ ემთხვევა აშშ-ს ხელმძღვანელობით დასავლური ელიტების ნეოკოლონიალურ ინტერესებს“, - წერს ვოლოდინი და აღნიშნავს, რომ ევროპაში დევნიან ყველას, ვინც არ არის მზად, ვაშინგტონსა და ბრიუსელს ბრმად დაემორჩილოს.
„როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მასთან საუბარში ერთ-ერთმა ევროკომისარმა შეაშინა მთელი რიგი ზომებით, რომლებიც დასავლელ პოლიტიკოსებს შეუძლიათ მიიღონ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონზე ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, მაგალითად მოიყვანა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობა: „ნახეთ, რა დაემართა ფიცოს, თქვენც ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ“.
მუქარა, შანტაჟი და ძალადობა ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოლიტიკის საფუძველი გახდა. არ შეიძლება ამის მიმართ დაუდევარი დამოკიდებულება, მხოლოდ დაგმობითა და განცხადებებით შემოფარგვლა. თითოეული ფაქტი გამოძიებული უნდა იქნას, ხოლო დამნაშავეებმა პასუხი აგონ“, - ამბობს რუსეთის დუმის თავმჯდომარე.
ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსულ კანონზე ევროკომისართან საუბრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ. კობახიძის თქმით, ფიცო „გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში“ უხსენეს. ამის შემდეგ განცხადება გაავრცელა ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ და განმარტა, რომ ირაკლი კობახიძემ მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაავრცელა.
