თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის, ნანა მაჭავარიანის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო სარჩელების განხილვის დროს ინსტიტუტის თანამშრომლის, ლინგვისტ მარინა ბერიძის მიერ გამოთქმული პოზიცია ინსტიტუტისას არ ემთხვევა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„მისი პოზიცია არ ემთხვევა არნოლდ ჩიქობავას სახელოობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პოზიციას. ინსტიტუტს ასეთი კვლევა, რასაც იგი თვითონ კვლევას ეძახის, არ დაუვალებია მისთვის და მოკლედ რომ გითხრათ, ეს არ არის ინსტიტუციური კვლევა. რა საკითხებსაც ის შეეხო, კარგი იქნებოდა, უფრო გასაგები ენით რომ ესაუბრა საზოგადოებასთან, იმიტომ, რომ როგორც მერე გამოჩნდა, ძალიან ბევრმა ვერ გაიგო რისი თქმა უნდოდა და რაზე აკეთებდა აქცენტებს. ზოგადად, ის საკითხები, რისთვისაც თავის გართმევას ცდილობდა, მე ვფიქრობ, რომ არის უფრო ფსიქოლოგიური საკითხები და არა ენათმეცნიერული, იმიტომ, რომ რაღაც გარკვეული შესიტყვება როგორ აღიქვას ადამიანმა, არის მისი განწყობის საქმე. ის საკითხები, რაზეც საერთოდ ეს ქალბატონი საუბრობდა, ენათმეცნიერების სფეროს სცილდებოდა. მგონი, არასწორად იყო შერჩეული, პროფესიაც და პიროვნებაც“, - უთხრა მაჭავარიანმა სამთავრობო ტელეარხ „იმედს“.
ფილოლოგიის დოქტორმა, ლინგვისტმა მარინა ბერიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც ის ერთ-ერთი მოსარჩელის მიერ სპეციალისტად იყო მიწვეული, თქვა, რომ ის არის თანაავტორი კვლევისა, რომელიც რუსული კანონის საკვანძო ტერმინების ლინგვისტურ ანალიზს ეხება. ბერიძის განცხადებით, კანონში გამოყენებული ტერმინები, მათ შორის, შესიტყვება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა.
„ამოვიღეთ ტერმინი „აგენტი“, მაგრამ შემდგომ, პოლემიკურ დისკურსში, ის ისევ იჩენს თავს, ანუ სინონიმურობა ამ ტერმინებისა - „გამტარებლისა“ და „აგენტისა“ დარჩა... ამ შესიტყვებას „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ ისტორიული და თანამედროვე დისკურსის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს მიერ არის გამოკვლეული, ამ ენაზე მოლაპარაკის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს. დღესდღეობით, რიგითი ქართველისთვის ეს სიტყვები არის მხოლოდ მტრული ორგანიზაციების მონიშვნის საშუალება.
…ერთ მაგალითს მოგიყვანთ ძალიან შორეული წარსულიდან - ილია ჭავჭავაძემ თქვა დიდი ხნის წინათ: კაცს კაცი აღარ ჰქვია, თუ „კაცური“ არ დავამატეთო. თუ „აგენტს“ არ დაამატე დაზღვევის აგენტი, აგენტი იქნება ყოველთვის“, - აღნიშნა ბერიძემ.
29-31 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელებთან დაკავშირებით განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ კანონი კონსტიტუციის არაერთ მუხლს ეწინააღმდეგება და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს. გარდა ამისა, სარჩელების ავტორები ითხოვენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედება შეჩერდეს. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ცნობს თუ არა სასამართლო სარჩელებს დასაშვებად და მიიღებს თუ არა კანონის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილებას.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 122-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ, პარლამენტის 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მედია ორგანიზაციებმა „მთის ამბებმა“ და „სტუდია მონიტორმა“.