„რამდენიმე კვირაში, მაქსიმუმ ნოემბრამდე, საზოგადოებას და ბიზნესს წარვუდგენთ ენერგეტიკის განვითარების ხედვას და გვინდა, რომ ეს ახალი პროგრამაც ძალიან მალე დავიწყოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
„ჩვენ გვქონდა მრავალთვიანი მოლაპარაკება სავალუტო ფონდთან. ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. PPA-ს პროგრამა იყო შეჩერებული. ამან გარკვეულწილად შეაფერხა ინვესტიციების შემოდინება ენერგეტიკის სფეროში და ერთ-ერთი ინიციატივა, რაც მე გავაჟღერე ეკონომიკურ გუნდში და რაზეც დავიწყეთ ჩემი დავალებით მუშაობა, იყო სწორედ PPA-ს განახლება.
ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება IMF-თან. მინდა, მათ მადლობა ვუთხრა. ვნახეთ, რომ მათ საკმაოდ წარმატებული დასკვნა დადეს. სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, მე საზოგადოებას და ბიზნესს წარვუდგენ ჩვენს ხედვას, ენერგეტიკის განვითარების ხედვას.
იცით, რომ ჩემი დავალებით ყველა უწყებას აქვს გაკეთებული 10 წლიანი განვითარების გეგმები, სადაც ენერგეტიკის მიმართულებით დეტალურადაა გაწერილი, რამდენი მეგავატის რესურსების ჰესების მშენებლობა შეგვიძლია, რამდენი მეგავატი ქარის, მზის სადგურების მშენებლობა და ა.შ.“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მსოფლიოში არსებული რთული ვითარებისა და პესიმისტური მოლოდინების ფონზე, საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგა და 2021 წელს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 10.4% შეადგინა, 2022 წლის 8 თვის განმავლობაში კი, ეკონომიკური ზრდის 10,3% -იანი მაჩვენებელი ფიქსირდება.
„ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს. დღეს, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, რომ საგრძნობლად, თითქმის 30 %-ით არის გაზრდილი მთელი ბიზნესის ბრუნვა. თუ არ ვცდები, 150 მილიარდ ლარამდეა ასული. მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენ 2020 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი, იყო თითქმის 50 მილიარდი ლარი. 2023 წლის იანვრისთვის, მომავალ წელს, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება დაახლოებით 80 მილიარდი. სულ რაღაც ორ წელიწადში 30 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ეს არის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარში. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 7500 დოლარი გახდება, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია.
