ესტონეთის პარლამენტმა პუტინის რეჟიმი ტერორისტულად აღიარა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ესტონეთის პარლამენტმა (რიიგიკოგუ) 88 ხმით მიიღო განცხადება, რომლითაც უკრაინის ტერიტორიების ანექსია დაგმო და რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. ესტონელი კანონმდებლების განცხადებით, ტერორისტულ ორგანიზაციებად უნდა იქნენ ცნობილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის ჯგუფი“, ასევე ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების შეიარაღებული ძალები, რომლებიც ჩამოყალიბებულია რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერით და უკრაინაში იბრძვიან.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

 პარლამენტი აცხადებს, რომ ესტონეთი არასოდეს აღიარებს აგრესიისა და ყალბი რეფერენდუმების გზით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.

„პუტინის რეჟიმმა ბირთვული თავდასხმის მუქარით რუსეთი გადააქცია როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში მშვიდობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ. მხარს ვუჭერთ რა უკრაინის პარლამენტის მოწოდებას, რიიგიკოგუ რუსეთის რეჟიმს აცხადებს ტერორისტულ რეჟიმად, ხოლო რუსეთის ფედერაციას  - ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, რომლის ქმედებებს ერთობლივად უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა. რიიგიკოგუ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ანალოგიური დეკლარაციები მიიღოს.

მოვუწოდებთ ევროკავშირს და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, გაბედულად გაზარდონ უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერა. ეს საჭიროა რუსეთის ფედერაციის აგრესიასთან დასაპირისპირებლად და უკრაინის სუვერენიტეტის აღსადგენად მის ტერიტორიაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე, საჭიროა უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდა და ომის შემდგომი რეკონსტრუქციის დროს ქვეყნის მხარდაჭერა“, - ნათქვამია ესტონეთის პარლამენტის განცხადებაში.

რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ უკვე აღიარებულია ლიეტუვისა და ლატვიის მიერ. გარდა ამისა, 13 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ასეთ რეჟიმად არის გამოცხადებული. ასამბლეა ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა დააჩქარონ, რუსეთის მოქმედი რეჟიმი ტერორისტულად აღიარონ და უკრაინას აუცილებელი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა. საქართველოს მმართველ პარტიაში ეს იმით ახსნეს, რომ იმავე რეზოლუციაში შესწორების სახით შევიდა დამატება, რომლითაც ასამბლეა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენებს. შეკითხვაზე, გაიზიარებს თუ არა საქართველო რეზოლუციის მოწოდებას, აღიაროს პუტინის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს. ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციებს. ვნახოთ, ამის შემდეგ შეიძლება სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა, თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობას ამ თემაზე არავითარი პოზიცია არ დაუფიქსირებია“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).