ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გარეშე მიიღეს. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ორბანის მიერ შექმნილი ჩიხიდან გამოსავალი გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოიფიქრა და უნგრეთის ლიდერს სხდომის დატოვება შესთავაზა. შესაბამისად, უნგრეთმა ვეტოს გამოყენება ვერ შეძლო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
მომხდარის დეტალები ჟურნალისტებს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ მოუყვა.
„კარგი დისკუსია გვქონდა, თუმცა დისკუსიის ბოლოს ვგრძნობდი, რომ შეთანხმებამდე მისვლა რთული იქნებოდა და მაშინ, შოლცმა ორბანს შესთავაზა - არ მიგაჩნიათ შესაძლებლად, რომ გადაწყვეტილება თქვენი დასწრების გარეშე მივიღოთ. წესების მიხედვით, ეს შესაძლებელია. მიიჩნევა, რომ მიღებულია ერთსულოვანი გადაწყვეტილება, უბრალოდ უნგრეთის მონაწილეობის გარეშე. ის გავიდა“, - განაცხადა რიუტემ.
მალევე ორბანმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება შეცდომაა და უნგრეთს ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია.
„შექმნილ ვითარებაში უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება სრულიად ირაციონალური და არასწორი გადაწყვეტილებაა და უნგრეთი ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციას არ ცვლის. რამდენადაც ევროკავშირის 26 სხვა წევრი დაჟინებით მოითხოვდა ასეთი გადაწყვეტილების მიღებას, უნგრეთმა გადაწყვიტა, რომ მათ შეეძლოთ საკუთარი გზით წასულიყვნენ. უნგრეთს არ სურს მონაწილეობა მიიღოს ამ ცუდ გადაწყვეტილებაში, ამიტომ დღეს თავი შეიკავა“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ამასთან, უნგრეთმა ვეტო დაადო სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარების გამოყოფის შესახებ. „ღამის ცვლის შეჯამება: ვეტო უკრაინისთვის დამატებით ფულზე. ვეტო MFF-ის (ბიუჯეტის - რედ.) გადახედვაზე. ამ საკითხს მომავალ წელს, ევროპულ საბჭოში სათანადოდ მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით“, - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში.
14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სამიტის პირველ დღეს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებები ოფიციალურად დაიწყოს, ხოლო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.
უნგრეთი, ორბანის მეთაურობით, უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგებოდა. ვიქტორ ორბანი ამბობდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო.
რაც შეეხება უკრაინის დახმარებას, ორბანი უკრაინის თემის გამოყენებით ცდილობდა ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის გაყინული 30 მილიარდი ევრო მიეღო. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე მისმა მთავარმა პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინისთვის 50 მილიარდის გამოყოფის საკითხს ვეტოს არ დაადებდა, თუ ევროკავშირი უნგრეთისთვის დაბლოკილ მთლიან თანხას განბლოკავდა.
13 დეკემბერს, სამიტის წინა დღეს, ევროკომისიამ უნგრეთისთვის განკუთვნილი ევროკავშირის ფონდებიდან 10 მილიარდი ევროს განბლოკვა გადაწყვიტა. გამოქვეყნებულ პრესრელიზში ევროკომისია განმარტავდა, რომ რომ ბუდაპეშტმა შეასრულა პირობები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
