გახარიას პარტია: „ოცნების“ ქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების რეალურ საფრთხეს ქმნის

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო © Dima Zverev

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების რეალურ საფრთხეს ქმნის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გუშინ ივანიშვილმა ქართველები, ახალგაზრდები თავის ზონდერებს აცემინა. ზონდერებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, განსხვავებული აზრის მიმართ, ზუსტად ასეთივე სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებდნენ. მოძალადე და კორუმპირებულ მოსამართლეებთან ერთად, ივანიშვილმა „ნაცმოძრაობის“ ზონდერები და მათი მეთოდებიც გადმოიბარა.

ეს არის შიშის და სისუსტის ნიშანი. ასე დასრულდა „ნაციონალური მოძრაობა“. ასე დასრულდება „ოცნება“. „ოცნების“ ბოლოდროინდელი ქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების რეალურ საფრთხეს ქმნის. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, თავიდან უნდა ავირიდოთ სამოქალაქო დაპირისპირება, მშვიდობით უნდა მივიყვანოთ ქვეყანა 26 ოქტომბრამდე და დავუბრუნოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, - ნათქვმია გახარიას პარტიის განცხადებაში.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებზე გვიან ღამით თავდასხმა მოხდა. ახალგაზრდები სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც გმირთა მოედნისა და თამარ მეფის ხიდს შორის მონაკვეთში, მათ 10-ზე მეტი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალებით იდენტიფიცირებულია ავტომობილები, რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ, ასევე რამდენიმე პირი - ჯონდო ურიადმყოფელი, გიორგი უბილავა, ზურა ხარატიშვილი, დავით ჯავახია და დიმა ჭუმბურიძე. „საქართველოს ამბები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან დილიდან ელოდება პასუხს, დაიწყო თუ არა გამოძება და დააკავეს თუ არა თავდამსხმელები.

რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები თბილისში 15 აპრილიდან, ყოველდღე იმართება. ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. მოქალაქეები რეზინის ტყვიებითაც დაშავდნენ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს მათ გამოყენებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 30 აპრილის ღამესა და 1 მაისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე შსს-ს მიერ მშვიდობიანი აქციის დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო, უტოლდებოდა წამებასა და არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას.

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს, მათ შორის, პოლიტიკოსებიც. შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს - ალექსანდრე ელისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს.  

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).