საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელებმა სცემეს. როგორც ის ამბობს, ფიზიკურად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვაჟა სირაძის დავალებით გაუსწორდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„უშუალოდ ვაჟა სირაძის დავალებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ გადამიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბის განყოფილებაში, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში ვიყავი. იქ ადამიანური გარემო იყო. შემდეგ მოვედი კლინიკაში, ძალიან მტკიოდა და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი,“ - განაცხადა ელისაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“.
ღამით, რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტის შენობის წინ გამართული მრავალათასიანი აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მოითხოვეს.
ალექსანდრე ელისაშვილმა მთავრობის კანცელარიაში შესვლა სცადა, რისი საშუალებაც პოლიციელებმა არ მისცეს. ვიდეოში ჩანს, რომ დეპუტატი ძალის გამოყენებით ჩასვეს პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს.
რამდენიმე დღის წინ ალექსანდრე ელისაშვილი რუსული კანონის ერთ-ერთ ავტორს, მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა და საკომიტეტო განხილვის დროს, მოულოდნელად სახეში დაარტყა. „ამას საკადრისი პასუხი გაეცემა. მე ახლა მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდებით. საკადრის პასუხს გავცემთ“, - თქვა მამუკა მდინარაძემ ინციდენტის შემდეგ. მომხდარს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დავით მათიკაშვილიც, რომელმაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა: „ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ! ამ მზაკვრობას და ლაჩრობას არავინ არავის არ შეარჩენს“. ელისაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ნოდარ ტურძელაძემ, შოთა ხაბარელმა და დავით კაჭარავამ ცემის შედეგად სხეულის დაზიანებები მიაყენეს.