გერმანიის მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ, ბუნდესტაგმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა ოფიციალურად გამოუცხადა, რაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინაპირობაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
შოლცმა ბუნდესტაგს ნდობის გამოცხადების საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით 11 დეკემბერს მიმართა, კენჭისყრა კი 16 დეკემბერს, ორშაბათს გაიმართაა. როგორც Deutsche Welle წერს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში კანცლერებმა ბუნდესტაგს ხუთჯერ სთხოვეს ნდობის გამოცხადება - ბოლოს ეს 2005 წელს მოხდა, როდესაც კანცლერი გერჰარდ შრედერი იყო და მაშინაც კენჭისყრას ვადამდელი არჩევნები მოჰყვა.
სოციალ-დემოკრატ ოლაფ შოლცს მხარი მხოლოდ 207-მა დეპუტატმა დაუჭირა, 116-მა თავი შეიკავა, ხოლო უმრავლესობამ, ბუნდესტაგის 394-მა წევრმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
უნდობლობას მხარი დაუჭირეს „გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CSU) კონსერვატიულმა ბლოკმა, ასევე „თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ“ (FDP). შოლცს უნდობლობა გამოუცხადეს მემარცხენე პოპულისტური „სარა ვაგენკნეხტის ალიანსის“ (SSV) და ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრებმაც.
6 ნოემბერს კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი და „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე კრისტიან ლინდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რასაც თითქმის ყველა ლიბერალი მინისტრის გადადგომა და მმართველი „შუქნიშნის კოალიციის“ დაშლა მოჰყვა. კოალიციაში შედიოდა სამი პარტია - „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SPD), „თავისუფალი დემოკრატები“ (FDP) და „მწვანეები“.
უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, ოლაფ შოლცი ბერლინში პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ეწვია, რათა პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ეთხოვნა. ის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება. წესით, არჩევნები 2025 წლის სექტემბრის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო.
