„ქართული ოცნება“ რეგიონებში, პარტიის აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრებს იწყებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში გამართულ პირველ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას. მექნება ათი გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ, შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრების მთავარი მიზანი წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება იქნება:
„ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ ამ არჩევნებზე მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. ამისთვის საჭიროა მაქსიმალური მობილიზაციის გაკეთება, ჩვენი რესურსების, ჩვენი აქტივის მთლიანად მობილიზება, რომ მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი ამ არჩევნებზე. ჩვენი მიზანი არის მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე“.
დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილი თავს დაესხა ოპოზიციურ პარტიებს და თქვა, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს.
„დღეს რა აქვს ალტერნატივა ჩვენს ამომრჩეველს? ალტერნატივა არის ისევ წამება, გაუპატიურება, საშინელება, სიკვდილი და ომი. ამას სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ და, სამწუხაროდ, ყველა პარტია, მათ შორის დაშლილი, დაქსაქსული პარტიები მიწებებული არიან ამ პარტიასთან. ყველა მათ თამაშს თამაშობს, სხვა თამაში არ არსებობს. არსებობს ერთი, ხელისუფლების ალტერნატივა, რომელიც არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, მათ შორის, კეთილდღეობა და მეორე მხარეს არის უბედურება. დაგავიწყდათ, ორი წლის წინ რა დღეში იყვნენ? მათი მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა, უკრაინიზაცია, ქვეყნის განადგურება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ამ ქვეყნის მოღალატეებს და მტრებს არ მივცემთ საშუალებას, ქვეყანა მეორედ დაანგრიონ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ 2 თებერვალს, პარტიის ყრილობაზე აირჩიეს. რამდენიმე დღით ადრე მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მთავრობის მეთაურის პოზიციაზე ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძემ შეცვალა, რომელიც 2021 წლიდან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო.
