„თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ ეყრდნობა მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს“, - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
კომისიის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეაჩეროს აღნიშნული ქოლ-ცენტრები, რომლებიც „ქართველი ხალხის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებენ“.
„ქართული ოცნების“ მიერ „შავი ფულის“ გამოყენება ნახსენები იყო ჰელსინკის კომისიის წევრი ამერიკელი კონგრესმენების - ჯო უილსონის, სტივ კოენის, რიჩარდ ჰადსონის და მარკ ვისის წერილშიც, რომლითაც მათ 31 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს მიმართეს და ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს.
კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-სთან და მეგობარი უცხო ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, მიიღოს სწრაფი, დაუყოვნებელი და სისტემატური ზომები „ქოლ ცენტრების“ ქსელების წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე, რათა ხელი შეუშალონ მათ ოპერაციებს.
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სახელითაც არის ცნობილი, შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის დამოუკიდებელი კომისიაა. ჰელსინკის კომისია 1976 წელს დაფუძნდა და მის შემადგენლობაში სენატის, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, სახელმწიფო, თავდაცვისა და ვაჭრობის დეპარტამენტების წარმომადგენლები შედიან.
