იმედი მაქვს, რომ მომავალში აშშ-ის ახალი ელჩი სხვანაირად იმოქმედებს - კობახიძე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, რომელიც მალე კელი დეგნანს შეცვლის, „სხვანაირად“ იმოქმედებს და მომავალში არ მოხდება „პოლარიზაციის დაფინანსება, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ბილწსიტყვაობის წახალისება“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ბოლო განცხადებაზე გააკეთა. „ხალხის ძალამ“ ელჩი დეგნანი „ანტიეროვნული, ანტიეკლესიური და აგრესიული ლიბერალ-ფაშისტური ორგანიზაციების“ მხარდაჭერასა და დაფინანსებაში დაადანაშაულა. „ხალხის ძალის“ ინფორმაციით, 17 ივნისს, როდესაც მოძალადე ჯგუფები ლიბერალური აკადემიის ახალგაზრდულ ბანაკს დაესხნენ თავს, „დეგნანმა ბორჯომში გაგზავნა ტრანსპორტი და შეშინებული „გირჩელები“ სამოქალაქო აქტივისტებს საელჩოს კუთვნილი მიკროავტობუსებით გამოარიდა“.

„ამ თემაში არ მინდა შესვლა, მათ შორის იმის გამო, რომ ელჩი მალე შეიცვლება“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს ისე, რომ „ხალხის ძალის“ მიერ გავცელებულ განცხადებას არ გაემიჯნა.

„მე არ მინდა საუბარი წარსულზე. ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება, ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული - არა იმ ელჩის შეფასებაზე რომელიც უკვე ტოვებს თანამდებობას, არამედ წინ უნდა გავიხედოთ და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება, პოლარიზაციის წახალისება, შეურაცხმყოფელი განცხადებების წახალისებამ ბილწსიტყვაობის წახალისება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ელჩი სხვანაირად იმოქმედებს, ახალი ელჩის კუთხით ჩვენ ეს იმედი უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა კობახიძემ.

კელი დეგნანს, რომელიც საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2020 წლის 29 იანვრიდან იკავებს, მალე უფლებამოსილების ვადა ეწურება. პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ახალ ელჩად რობინ დანიგენი ჰყავს წარდგენილი. რობინ დანიგენი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს. უფრო ადრე, ის ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე იყო. სხვადასხვა დროს იკავებდა ენერგორესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას და მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ-სალვადორში.

 

ამ თემაზე:

4 პრიორიტეტი, რომელზეც რობინ დანიგენი საქართველოში ელჩად დანიშვნის შემთხვევაში იმუშავებს

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).