ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა. ფეზეშქიანის მილოცვის ტექსტი, სადაც ის აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს, ირანის საელჩომ გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
„მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება.
იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი.
უფალს შევთხოვ თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას, წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
„ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა, უნგრეთმა, ჩინეთმა და ვენესუელამაც.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის შეფასებით, არჩევნები „სერიოზული დარღვევებით გამოირჩეოდა“, რაც „გამოძიებული უნდა იქნეს გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად“.
არჩევნების შემდეგ განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც, სადაც ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების არაერთი შემთხვევა, ასევე, ამომრჩეველთა დაშინება და იძულება. ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.93% მიიღო. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომელთა შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11.037%)
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10.164%)
- „ძლიერი საქართველო“ (8.814%)
- „გახარია საქართველოსთვის“ (7.771%)
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიჩნევს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“ და საქართველო „რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი“ გახდა.
