ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების, დემოკრატი ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მიერ წარდგენილი „ქართველი ხალხის აქტის“ თანაავტორობას კიდევ 10 სენატორი აპირებს. ორპარტიული კანონპროექტი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს აკისრებს პასუხისმგებლობას კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და რუსული კანონის მიღების ან მისი მიღების წახალისების გამო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
აშშ-ის 10 სენატორი, რომლებიც ორპარტიულ კანონდმებლობას მხარს დაუჭერენ, არიან: ტომ ტილისი - რესპუბლიკური პარტია; მიტ რომნი - რესპუბლიკური პარტია; ჯეფ მერკლი - დემოკრატიული პარტია; ჯონ კორნინი - რესპუბლიკური პარტია; კრის მერფი - დემოკრატიული პარტია; დენ სალივანი - რესპუბლიკური პარტია, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) თავმჯდომარე; ანგუს კინგი საერთაშორისო - დამოუკიდებელი სენატორი; ტოდ იანგი - რესპუბლიკური პარტია; შელდონ უაითჰაუსი - დემოკრატიული პარტია; ჯორჯ ჰელმი - დემოკრატიული პარტია;
„მოხარული ვარ, რომ სენატში ჩემი რამდენიმე კოლეგა აღიარებს საქართველოში არსებული ვითარების სიმწვავეს და თანხმდება „ქართველი ხალხის აქტის“ თანაავტორობას აშშ-ის სენატში. ერთად ვგზავნით ძლიერ გზავნილს, რომ ჩვენს კანონმდებლობას მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ჩვენი პოზიცია საქართველოს მიმართ, ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, უცვლელი დარჩება მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას ექნება კონტროლი ვაშინგტონზე“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
სენატორმა ტილისმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ პრორუსული პოლიტიკის არჩევა და ევროატლანტიკური მომავლისგან გადახვევა შემაშფოთებელია.
„მე ვამაყობ, რომ ვარ ამ კანონპროექტის თანაავტორი, რომელიც ქართველი მთავრობის წარმომადგენლებს პასუხისმგებლობას დააკისრებს და კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ“, - თქვა მან.
„საქართველოს მთავრობის გადახრა რუსეთის ავტორიტარული რეჟიმისკენ და მისი ევროპელი პარტნიორებისგან დაშორება საგანგაშოა. ეს კანონმდებლობა საქართველოს კორუმპირებულ ლიდერებს პასუხისმგებლობას დააკისრებს და ქართველ ხალხს მიანიშნებს, რომ აშშ მათ გვერდით დგას ევროატლანტიკური მომავლისკენ სწრაფვაში“, - დასძინა სენატორმა კორნინმა.
განცხადება გააკეთა სენატორმა სალივანმაც, რომელიც ამბობს, რომ თავისუფალი, უსაფრთხო, სუვერენული საქართველო, რომელიც აშშ-სთან და მის მოკავშირეებთან არის გაერთიანებული, როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია:
„საქართველოს აშკარა უკუსვლა რუსეთის ორბიტისკენ ცუდია რეგიონის სტაბილურობისთვის. ეს უკეთ არავინ არ ესმის, ვიდრე თავად ქართველს ხალხს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქართველების 90% სურს, რომ მათი ქვეყანა იყოს დასავლური, თავისუფალი სამყაროს ნაწილი და არა - რუსული სამყაროს“.
ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ჯინ შაქინმა და ჯიმ რიშმა სენატორებთან - ბენ კარდინთან, პიტ რიკეტსთან, კრის კუნსთან და ლინდსი გრეჰემთან ერთად წარადგინეს, ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილში საუბარია იმ შედეგებზე, რაც დაეკისრებათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციის ხელშეშლაზე პასუხისმგებელ პირებს, მათ შორის:
- სახელმწიფო მოხელეებისა და სხვა პირებისთვის [ასევე, მათ ოჯახის წევრებისთვის] სამოგზაურო შეზღუდვების დაწესება „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის გამო;
- საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ახალი სანქციების დაწესება;
- არსებული სანქციების გამოყენება იმ ქართველების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე;
- საქართველოს მიმართ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, მათ შორის სამხედრო დახმარების გადახედვა და ყველა დაფინანსების შეჩერება, რომელიც საქართველოს მთავრობას უწევს დახმარებას;
- აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის სამუდამოდ შეჩერებისკენ მოწოდება;
„ქართველი ხალხის აქტის“ მეორე ნაწილით გათავლისწინებულია:
- აშშ-ის სენატის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ბოლო მოვლენების ფონზე;
- საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად არანაკლებ 50 მილიონი დოლარის გამოყოფა;
- მოთხოვნა, სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) განსაზღვრონ, თუ როგორ გააგრძელებენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ბოლო მოვლენების გათვალისწინებით;
- ანგარიშების მომზადება საქართველოში მავნე უცხოური გავლენის მასშტაბის შეფასებისა და ქართველი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერის ძალისხმევის შესახებ.