მარნეულის სოფელ კაჩაგანში მცხოვრებ არიფ გოიუშოვს, რომელსაც ძაღლის მოკვლაში ადანაშაულებენ, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 6 დეკემბერს, სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რის შემდეგაც ცხოველი მოკვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია. დანაშაული ერთიდან ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება.
ძაღლის ცემის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. მომხდარის გასაპროტესტებლად ცხოველთა დამცველები იმავე დღეს ჩავიდნენ მარნეულში და პოლიციისგან მოძალადის დაკავება მოითხოვეს. 9 იანვარს პოლიციამ ბრალდებული დააკავა.
ბრალდებულის ადვოკატის სულეიმან ისმაილოვის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
„ამბობენ, რომ ძაღლი მკვდარია, მაგრამ მტკიცებულება არ არსებობს. ძაღლი ცოცხალია და ამჟამად სოფელში დადის. ეს კაცი უმიზეზოდ დააკავეს. პოლიციაში არც თარჯიმანი მიიყვანეს, არც ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა მისცეს. მხოლოდ ვიდეოჩანაწერის საფუძველზე დააკავეს“, - აღნიშნავს ადვოკატი.
პროკურატურის განცხადებით, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებენ - პროკურატურის ინიციატივით მომზადდა სისხლის სამართლოს კოდექსის 259-ე მუხლში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე სასჯელი გამკაცრდა.
