საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის“ დეპუტატები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არ უნდა შეხვდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, რომლებიც საქართველოში რუსული კანონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე ჩამოდიან. უფრო მეტიც, დღეს „ხალხის ძალაში“ განაცხადეს, რომ მმართველმა პარტიამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები საქართველოში შემოშვებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 4 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 5 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 6 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
„მათ მიერ ოფიციალურად გაცხადებულია, თითქოს ჩვენს ქვეყანაში მათი სტუმრობის მიზანი ქვეყნის „დასავლური კურსის“ მხარდაჭერაა, რეალურად კი ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ეს ადამიანები ღიად უჭერენ მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ და თავს ესხმიან საქართველოს ხელისუფლებას“, - აცხადებენ „ხალხის ძალაში“.
საქართველოში ლიეტუვას (გაბრელიუს ლანდსბერგისი), ესტონეთის (მარგუს ცაჰნკა) ისლანდიის (თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი) და ლატვიის (ბაიბა ბრაჟე) საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან. უკვე თბილისში არიან გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი და ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, რომლებიც დღეს ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. 14 მაისს დაგეგმილია ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის ვიზიტიც.
ანტიდასავლური გზავნილებით გამორჩეულ „ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ მათი (უცხოელი მაღალჩინოსნების) მიზანი პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობა, საზოგადოების პოლარიზება და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაა.
„როდესაც საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა კანონის პროექტი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ, იმთავითვე ითქვა, რომ კანონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და გაძლიერებაა. ამ სულისკვეთებას პირდაპირ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან. უფრო მეტიც, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას“, - აცხადებენ „ხალხის ძალაში“.
„ხალხის ძალა“, რომელიც ორი წლის წინ „ქართული ოცნებიდან“ ფირმალურად გამოყოფილმა დეპუტატებმა დააფუძნეს, 2024 წლის მარტში პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდა. მის თავმჯდომარედ დეპუტატი სოზარ სუბარი აირჩიეს.
2023 წლის დასაწყისში „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ „ხალხის ძალის“ ხელით შეიტანა პარლამენტში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი. მასზე უარის თქმა მალევე მოუხდათ ხალხის პროტესტისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო. ერთი წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ წარადგინა რუსული კანონი და ის უკვე ორი მოსმენითაც მიიღო.
