კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გათბობა გამოურთო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
„დღეს ვიყავი და გათბობა აქვთ გამორთული. რამდენად მდაბიო ხალხია „ქართული ოცნება“, რომ პრეზიდენტის სასახლეში თბება ორი ოთახი. მეტი რაზე უნდა ვისაუბროთ, სიტყვებიც კი არ მაქვს. სადაც შევიკრიბეთ, გვითხრეს, რომ იქნებ... იქ ერთი ოთახი თბება, თუ ორი ოთახიო და გადაგვიყვანეს იქ. ეს პირველად კი არ ხდება. სხვათა შორის, წინაზე როცა ვიყავი, ორი კვირის წინათ, რატომ არის სიცივე მეთქი, არ გვათბობენო. გამათბობლები დგას, 90-იან წლებში რომ იყო. წარმოგიდგენიათ? ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რა მდაბიო ხალხთან გვაქვს საქმე, რა მეთოდებით უნდათ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ. თავის თავის თავს აყენებენ შეურაცხყოფას“, - განაცხადა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
12 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში ევროპარლამენტარებიც იმყოფებოდნენ. დენის წყაროში შეერთებული გამათბობლები შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალაში ჩანს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა წლის ბოლოს ეწურება. ის პირდაპირი წესით, საყოველთაო არჩევნებით არჩეული ბოლო პრეზიდენტია.
მეექვსე პრეზიდენტი 5 წლის ვადით, 300-კაციანმა ამომრჩეველთა კოლეგიამ ღია კენჭისყრით უნდა აირჩიოს. არჩევნები არალეგიტიმურ პარლამენტში ხვალ გაიმართება და მასში ერთადერთი კანდიდატი, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მიხეილ ყაველაშვილი მიიღებს მონაწილეობას.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 14 დეკემბერის არჩევნები არალეგიტიმურია და უკანონოდ არჩეულ პრეზიდენტს არ აღიარებენ.
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს არის დანიშნული. ფორმალურად სწორედ ამ დღიდან შეუწყდება სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის უფლებამოსილება.
არალეგიტიმურმა პარლამენტმა 13 დეკემბერს, 85 ხმით არცერთის წინააღმდეგ, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა და ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაცვით ვეღარ ისარგებლებს.