არალეგიტიმური პარლამენტი დაჩქარებული წესით იღებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რის შედეგადაც სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვით სარგებლობის უფლება აღარ ექნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, თენგიზ შარმანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო არ უნდა იყოს ვალდებული, გაწიოს დამატებითი ხარჯები და შექმნას სპეციალური პირობები იმ პირის დასაცავად, რომელიც კონსტიტუციის დამრღვევად არის ცნობილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონოპროექტს პირველი მოსმენით, ერთხმად, მხარი დაუჭირა. „ქართული ოცნება“ ცვლილებების მიღებას მიმდინარე კვირის ბოლომდე აპირებს.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის არსებული რედაქციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, ხოლო პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს - თანამდებობაზე არჩევის დღიდან ენიშნება პერსონალური დაცვა, რომელიც უნარჩუნდება 1 წლის ვადით უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი. იმისთვის, რომ კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგი დადგეს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად, საჭიროა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრთა მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
„ქართული ოცნებისთვის“ მოქმედ კანონში არსებული ჩანაწერი პრობლემურია, რადგან ის სალომე ზურაბიშვილისთვის დაცვის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა. 2023 წელს „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ზურაბიშვილმა მთავრობის თანხმობის გარეშე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებით კონსტიტუცია დაარღვია. პარტიას პრეზიდენტისთვის უფლებამოსიების ვადამდე შესაწყვეტად, იმპიჩმენტისთვის, პარლამენტში 100 ხმა სჭირდებოდა, რაც ვერ მოაგროვა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა წლის ბოლოს ეწურება. ის პირდაპირი წესით, საყოველთაო არჩევნებით არჩეული ბოლო პრეზიდენტია. მეექვსე პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს 5 წლის ვადით 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს.
