პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „კონკრეტული ძალები“ ქვეყანაში ანტიჩინურ კამპანიას აწარმოებენ, რომლის მიზანი „ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანებაა“. მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს კობახიძემ აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 6 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
„ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის, ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებისთვის.
როდესაც ასეთ პირობებში, კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, რა თქმა უნდა, ესეც არის შემაშფოთებელი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ყველას ჰქონდეს სათანადო პოზიცია ყველა იმ აქტზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ძალიან შემაშფოთებელია ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობის სურვილია, „პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები“:
„ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი; ეს არის უვიზო მიმოსვლა, რაც თავისუფალად შეიძლება გაკეთდეს; ეს არის პირდაპირი ავიარეისები. ბუნებრივია, ამ კუთხით პროგრესი იქნებოდა კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელშესახები გახდეს პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით პროგრესი გვექნება“.
საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გასულ წელს გააფორმეს, რის შემდეგაც საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა. იანვარში, პეკინში, ირაკლი კობახიძე ჩინეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში პოლიტიკური ასპექტის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი თებერვლის ბოლოს შემოიღო.
