საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უვიზოდ შესვლას და 30 დღით დარჩენას შეძლებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაყონ 30 დღე ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების მეტად განვითარების თვალსაზრისით“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი შედეგია.
„ვულოცავ თანამოქალაქეებს და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.
სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 2023 წლის სექტემბერში, საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა. შედეგად, ჩინეთის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 30 დღის ვადით ყოფნის უფლება მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის.
საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ხორციელდება. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცმებით, 2023 წელს საქართველოს ჩინეთიდან 48 304 მოგზაური ეწვია, რაც 554.5%-ით მეტია 2022 წლის მონაცემებზე და 0.5%-ით მეტი 2019 წელთან, პანდემიამდელ პერიოდთან, შედარებით.
ამ თემაზე:
აშშ-სთან და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია - კობახიძე
