USAID-ის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების განცხადებებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. საელჩოს განცხადებით, დაუსაბუთებელი თავდასხმების მიუხედავად, კვლავაც მხარს დაუჭერენ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან ხალხს, დაიცვან მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„ჩვენი ერთ-ერთი პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს.
USAID-ი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს. როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს.
მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ, ორივე ქვეყანა ვიზიარებთ“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საელჩო ადასტურებს, რომ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა ორ წელზე მეტია თანამშრომლობს CANVAS-თან, რომ დაეხმაროს ადამიანებს ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომელიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.
„CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის წარმომადგენელმა ხვიჩა ბეგიაშვილმა თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების ერთ-ერთი დიდი ჯგუფი, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში, USAID-ის დაფინანსებით გადაამზადეს. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა USAID არეულობის ინსპირაციის დაფინანსებაში დაადანაშაულა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადებები პრევენციული ხასიათისაა და ის „გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას“ ელოდება USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან.
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა არის ხუთწლიანი ინიციატივა, რომელსაც USAID-ის დაფინანსებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს. პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც 15 მილიონი აშშ დოლარია, 2021 წლის ნოემბერში დაიწყო და 2026 წლის 31 ოქტომბერს დასრულდება. პროგრამის მიზანია, გააძლიეროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება: დაეხმაროს ახალ და არსებულ სამოქალაქო აქტორებს შესაძლებლობების განვითარებაში, ლეგიტიმაციისა და ნდობის გაზრდაში, რათა მათ ეფექტიანად წარმოადგინონ მოქალაქეთა ინტერესები.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ვებგვერდზე საჯაროდ არის გამოქვეყნებული, რომ პროგრამის განხორციელების პროცესში EWMI-სთან მჭიდროდ ითანამშრომლებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია, მათ შორის, CANVAS (გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებისა და სტრატეგიების ცენტრი).
სუსი სწორედ CANVAS-ის წარმომადგენლებს უკავშირებს სახელმწიფო გადატრიალებისთვის საქართველოში ჯგუფების მომზადებას.