საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ „გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას“ ელოდება USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„ეს განცხადებები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, არის პრევენციული ხასიათის, გამაფრთხილებელი, კონკრეტული მტკიცებულებების სახით. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ. ნუ მისცემენ უფლებას ასეთ დესტრუქციულ ძალებს, რომ გამოაყენებინონ თავი.
კარგად გვახსოვს მარტის მოვლენები, როგორ გამოიყენეს სტუდენტები და შემდეგ როგორ მიატოვეს.
რა თქმა უნდა, ასეც მოხდება. როგორ ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილები პოლიციელებზე. ეს ყველაფერი არის მათი დაგეგმილი ბინძური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი გეგმები. ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით და ამას არ დავუშვებთ. ყველა იქნება მაქსიმალური სიმკაცრით დასჯილი, ვინც ამ ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს მოიყვანს მოქმედებაში. მე ასევე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სათანადო, გამჭვირვალე ახსნა- განმარტებას მოვისმენთ ჩვენ და საზოგადოება USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან იმიტომ, რომ სამწუხაროდ დაფიქსირდა, მათი მოწვევით, მათი დაფინანსებით იყვნენ ჩამოსული ეს ადამიანები. ეს რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, თუმცა დაველოდებით მათ ოფიციალურ განმარტებებს, ინფორმაციას. USAID-თან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით. ამიტომ, სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სუს-მა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.
კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ბაჩა მგელაძის თქმით, პროცესების დასაწყებად ზუსტად ის პერიოდია შერჩეული, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
2 ოქტომბერს, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სერბეთში მოქმედი ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები, რომლებმაც საქართველოში ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი გადატრიალებისთვის გადაამზადეს, USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოვიდნენ.
USAID-გან განმარტებების გაკეთება მოითხოვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც.