საქართველოს პროკურატურამ პედაგოგ ლადო აფხაზავასა და მისი შვილის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა“, - განაცხადეს პროკურატურაში.
კ.ფ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. უცნობია, მოითხოვს თუ არა ბრალდების მხარე თავდამსხმელისთვის პატიმრობის შეფარდებას.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა ამბობდა, რომ ხის ჯოხებით ორი ადამიანი დაესხა თავს. მას და მის 20 წლის შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პედაგოგის თქმით, მიზეზი გახდა ის, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დადის და სოციალურ ქსელში საკუთარ აზრს ღიად აფიქსირებს.
ლადო აფხაზავას სოლიდარობა 600-მდე მასწავლებელმა გამოუცხადა. მათ სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობის ფაქტის დროულად და ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდეს.
