ლიბერალიზმი ჩვენი სუვერენიტეტისთვის შეიძლება პირდაპირი საფრთხე იყოს - ბურჭულაძე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ლიბერალიზმი საქართველოს უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის შეიძლება პირდაპირი საფრთხე იყოს. მისი თქმით, კონსერვატიულობა დღევანდელი მთავრობის მთავარი იდეაა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კომენტარი გააკეთა კრიტიკაზე, რაც უნგრეთში გამართულ კონფერენციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობას მოჰყვა.

„ზოგადად, მე ვერ ვხედავ სხვა ალტერნატივას. კონსერვატიულ ფორუმში მონაწილეობა, ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი და ჩემი აზრით, ჩვენს მთავრობას, ჩვენს ხელისუფლებას სხვა ალტერნატივა არ აქვს, იმიტომ, რომ ლიბერალიზმი გარდა იმისა, რომ, ვთქვათ, ჩვენ არ შევხედოთ ამას რელიგიური და მორალური პრიზმიდან, პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაკარგვის თუ შენარჩუნების. აბა, თუ უკითხავთ ჩვენს ოპონენტებს, როგორია ჩვენი გენოფონდი, როგორია მისი პერსპექტივა. რა თქმა უნდა, ამის ხელშეწყობა ახლა... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ამ პრიზმიდან მინდა ვაჩვენო ჩვენს ოპონენტებს... ეს იქნება კატასტროფა და საქართველოს სუვერენიტეტის რისკები. პირდაპირ შემიძლია განვაცხადო.  

ასე რომ, ჩვენ სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, კიდევ ვიმეორებ, რომ შინაგანად პრემიერი და ჩვენი მთავრობა ამ მიმართულებას ვემხრობით და თუ შეიძლება ითქვას, კონსერვატიულობა არის ჩვენი მთავარი იდეა, ჩვენი ხელისუფლების, მე ვერ ვხედავ ამის ალტერნატივას უსაფრთხოების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 მაისს მონაწილეობა მიიღო „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში“, რომელიც ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა. თავის გამოსვლაში ღარიბაშვილმა ჰომოფობიური გზავნილები გააჟღერა და თქვა, რომ მისი მთავრობა საქართველოში არ დაუშვებს „უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე“, მხარს არ დაუჭერს „უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები“. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებობენ ძალები, რომლებიც საკუთარი მიზნების მიღწევას ცდილობენ „ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევით და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევით, ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, ასეთი ე.წ. სიახლეების იძულებით, რომელიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, საკუთარ ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს“.

კონფერენციის მთავარ გამომსვლელთა შორის იყო უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანიც, რომელსაც ევროკავშირში პრო-რუსული პოზიციისა და ჰომოფობიური პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ. „ჩვენ შევაჩერეთ მიგრაცია ჩვენს საზღვრებთან, დავასრულეთ სკოლებში გენდერული პროპაგანდის ხელშეწყობა და დაუღალავად ვმუშაობთ მშვიდობისთვის. ეს არის წამალი პროგრესულ-ლიბერალური ვირუსის წინააღმდეგ“, - თქვა ორბანმა.

კონფერენციაში მონაწილეობის გამო ირაკლი ღარიბაშვილი „ევროპის სოციალისტურმა პარტიამ“ (PES) გააკრიტიკა და გადაწყვიტა, „ქართული ოცნების“ სტატუსი ივნისში გადაეხედა. როგორც PES-ის განცხადებიდან გახდა ცნობილი, ეს საკითხი PES-ის პრეზიდენტმა, შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოფენმა ჯერ კიდევ მარტში წამოჭრა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღებას დაუჭირა მხარი.

11 მაისს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო შეიკრიბა და თავად თქვა უარი „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სატატუსზე. ამის ერთ-ერთ მიზეზად პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ PES-ის „იდეოლოგიური ტრანსფორმაცია“ დაასახელა. მისი თქმით, გასული წლების განმავლობაში PES-ი „სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ სოციალურ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდო-ლიბერალურ პლატფორმაზე“. კობახიძის თქმით, ამგვარი იდეოლოგიური ტრანსფორმაცია შეუთავსებელია „ქართული ოცნების“, „ისევე როგორც, ქართული საზოგადოების, ფასეულობნებთან და ხედვებთან“.

„ქართული ოცნება“ PES-ის დამკვირვებელი წევრი 2015 წლიდან იყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).