ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა, თუ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ) ყოფილი წევრები კვლავ შეუერთდებოდნენ. ამის შესახებ განცხადება მან მოსკოვში, დსთ-ის სამიტზე გამოსვლისას გააკეთა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
ლუკაშენკოს თქმით, ყველა, ვინც არ მოწყდა თანამეგობრობას, დღეს „ღირსეულ შედეგებს“ აჩვენებს - „მათ არ დაუკარგავთ კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე და რჩებიან საერთაშორისო ურთიერთობების სრულფასოვან სუბიექტებად“.
„ძალიან კარგი იქნებოდა, ჩვენს ოჯახში დაბრუნებულიყო საქართველო, მოლდოვას აღედგინა თავისი სრულფორმატიანი მონაწილეობა, გონს მოგებულიყო უკრაინის ხელისუფლება ნორმალური ცხოვრების აღსადგენად, რომელში მონაწილეობაც მოგვიწევს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. უბრალოდ, ეს დროის საკითხია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
დსთ რეგიონული მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა, რომელიც 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის მიზანია, დაარეგულიროს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ურთიერთობები და აქვს გარკვეული უფლებამოსილება, რომელიც ეხება ვაჭრობის, ფინანსების, კანონშემოქმედებისა და უსაფრთხოების კოორდინაციას. ამჟამად თანამეგობრობის შემადგენლობაშია 9 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა - აზერბაიჯანი, ბელარუსი, თურქმენეთი, მოლდოვა, სომხეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
საქართველომ დსთ-ის თავდაცვის მინისტრების ჯგუფი 2006 წლის 3 თებერვალს დატოვა, ვინაიდან ორგანიზაციის წევრობა არ იყო თავსებადი ნატოში გაწევრიანების სურვილთან. 2008 წლის 14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად, 117 ხმით, მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ. 2009 წლის 18 აგვისტოს საქართველომ დსთ ოფიციალურად დატოვა.