მდინარაძე სუს-ის გამოძიებაზე: არ ხდება ეს გლობალური ომის პარტიის მიერ?

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„თურმე, გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტულ აქტებს და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას, სხვა შანსი რომ აღარაფრის აღარ აქვთ, არჩევნების მოგებაზე აღარ არის საუბარი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, რომელმაც კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

 ჟურნალისტებთან საუბრისას მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს „ფსევდოლიბერალური ფაშიზმის“ გაგრძელებაა.

„ეს ხომ შემთხვევითი არ არის? ეს გაგრძელებაა იმ ფსევდოლიბერალური ფაშიზმის, რომლის ფრაგლებშიც ხდებოდა ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ფიცოს მკვლელობის მცდელობა, მინიშნება ირაკლი კობახიძეზე მკვლელობასთან დაკავშირებით, ახლა იგეგმებოდა, თურმე, ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი აფეთქებები, ტერორისტული აქტები ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენი საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ. ეს დამთხვევაა? ეს საღლიცინო საკითხია, როგორც ისინი ცდილობენ, მაგალითად, სოციალურ ქსელში გადაიტანონ ეს თემა?

არ ხდება ეს გლობალური ომის პარტიის მიერ, რაღაც ძალის მიერ, რომელზეც სულ სპეკულირებთ, თითქოს არ არსებობს და უბრალოდ ხდება ასე, თავისით ემთხვევა? ტრამპის მკვლელობიც მცდელობა, ფიცოს მკვლელობის მცდელობა, ორბანი რომ ავარიას გადაურჩა, ირაკლი კობახიძეს, რომ რაღაცაზე მიუთითეს და ა.შ. - ეს ყველაფერი 2-3 თვეში შემთხვევით დაემთხვა ერთმანეთს? დამთხვევბის გჯერათ? მე არ მჯერა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ აპირებენ საგამოძიებო ორგანოები მტკიცებულებების გასაჯაროებას, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თქვა: „მე ვერასდროს გაგცემთ პასუხს, მითუმეტეს, განსაკუთრებით გრიფით საიდუმლო საქმეებზე, რა მტკიცებულებები არსებობს ან არ არსებობს. შეიძლება მე, როგორც ერთ-ერთმა სავარაუდო ობიექტმა, ვიცოდე რაღაცები და ამაზე ვერ ვილაპარაკებ ვერასდროს, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. აქ მამუკა მდინარაძე შეიძლება იყოს ყველაზე პატარა თანამდებობის პირი, ვის მიმართაც რაღაცები იგეგმებოდა. განსაკუთრებული აქცენტი, როგორც ჩვენ ყველა ვხვდებით, იყო ბიძინა ივანიშვილზე“.

ბოლო რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან, გამოკითხვაზე იბარებს. აფხაზეთის და 2008 წლის აგვისტოს ომების ვეტერანმა, გელა კახაბრიშვილმა და მისმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ სუს-ის გამომძიებლის შეკითხვები ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებაზე დაუსვეს.

სუს-მა გამოკითხა უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე და ლაშა ჭიღლაძეც, თუმცა, მათ არ უთქვამთ, რომ დასმული შეკითხვები ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებას ეხებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა პროსამთავრობო მედიამ წინა დღეებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სისხლის სამართლის საქმე 315-ე და 18-323-ე მუხლებით არის აღძრული, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულებას და ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს. ტელეკომპანია „იმედი“ იუწყება, რომ „მმზადდება ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მიმართ“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.