„პრემიერის განცხადებაში არ არის სათანადო მტკიცებულებები გამოძიების დასაწყებად“, - ასე უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ დაიწყო სუს-მა გამოძიება მუქარის შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. კობახიძემ არაერთხელ თქვა, რომ მას დაემუქრნენ „სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„უწყება თავად წყვეტს, არის თუ არა სისხლის სამართლებრივი ნიშნები ამა თუ იმ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაითვალა, რომ საკმარისი არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის, ანუ გამოძიების დასაწყებად, არ არის სათანადო მტკიცებულებები. იმ ქვეყანაში, სადაც მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტი მუშაობს, ეს არ იყო საკმარისი.
პრემიერმა ბრძანა, რომ „მან გამაფრთხილა მეგობრულად, რათა მიმეღო უსაფრთხოების დამატებითი ზომები“. ეს პირდაპირ მუქარად ჩაითვალა? სამართლებივ სივრცეში არ არსებობს რჩევის სახით მიცემულ რეკომენაციაზე გამოძიების დაწყების პრეცედენტი. მან მიიღო მუქარად. სამართლებრივ სივრცეში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, არ არის საკმარისი ნიშნები იმისთვის, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. მან პრემიერ-მინისტრის სიტყვების არასწორი ციტირება მოახდინა.
ირაკლი კობახიძემ პირველად 23 მაისს თქვა და შემდეგ არაერთხელ გაიმეორა, რომ სლოვაკეთის პრეზიდენტის ბედის გაზიარებით დაემუქრნენ. რობერტ ფიცოს 15 მაისს დაესხნენ თავს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ხუთი ჭრილობა მიაყენეს.
„ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, - განაცხადა კობახიძემ 23 მაისს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, ვისგან მიიღო მუქარა, თუმცა მას მალევე გამოეხმაურა ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი და განმარტა, რომ ირაკლი კობახიძემ მათი საუბრის ნაწილი კონტექსტიდან სრულიად ამოგლეჯილად გაავრცელა.
„რადგანაც კარგად ვარ გათვითცნობიერებული ქართული საზოგადოების ძალიან მძაფრი პროევროპული განწყობების შესახებ, ჩემი სატელეფონო საუბრისას, საჭიროდ ჩავთვალე, პრემიერის ყურადღება მიმეპყრო ამ კანონის მიღებით ისედაც მყიფე ვითარების არგამწვავების მნიშვნელობაზე... ამასთან დაკავშირებით, სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი როგორც მაგალითი და მითითება იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში“, - განაცხადა უნგრელმა ევროკომისარმა.
ამ განმარტების მიუხედავად, ირაკლი კობახიძე აგრძელებს მტკიცებას, რომ „პირდაპირი ფორმით“ დაემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით. უფრო მეტიც, 5 ივნისს მან განაცხადა, რომ თუ რომელიმე ქვეყნის მხრიდან იქნება ინტერესი, მზად არის გამოძიებას მისცეს „შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულებები“.
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)