„ქართული ოცნების“ პარლამენტმა, 82 ხმით, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად მიხეილ ჯინჯოლია და ლევან ნემსაძე აირჩია. კენჭისყრა დღეს, 15 ოქტომბერს, გაიმართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
მიხეილ ჯინჯოლია 2011-2019 წლებში საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის, იყო ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ ის 2020 წელს დაინიშნა. 2025 წლის ივლისიდან იყო ამავე სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე.
მიხეილ ჯინჯოლიამ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე. მან სასჯელების შეკრების წესი გამოიყენა და საბოლოოდ, ექსპრეზიდენტს 12 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მიხეილ ჯინჯოლიამ 2024 წლის გაზაფხულზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებულ გიორგი შანიძეს და გიორგი კუჭუაშვილს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დავით კოლდარს 2 წლითა და 3 თვით აღუკვეთა თავისუფლება.
ჯინჯოლია ასევე იყო 2025 წლის ნოემბერში, პროევროპულ აქციებზე დაკავებული გიორგი ახობაძის საქმის მოსამართლეც, თუმცა, ბოლო ეტაპზე საქმეს ჩამოშორდა და გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა.
ლევან ნემსაძე 2023 წლის ოქტომრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. ის სასამართლო სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე 2008 წლიდან მუშაობდა, თუმცა მოსამართლეობის გამოცდილება არ აქვს. მან 2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლო საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა, რომელიც საერთო სასამართლოებში მართლმსაჯულების განხორციელებას ზედამხედველობს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, უვადოდ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს პარლამენტი ირჩევს.
