მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში 3 აპრილიდან დაიწყება ბიზნესიდეების მიღება. გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30 000 ლარია. წლევანდელ კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ 2020-2022 წლებში გამარჯვებულ და 2015-2018 წლების ორჯერ დაფინანსებულ ბენეფიციარებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ბიზნესიდეების წარდგენის ბოლო ვადაა 27 აპრილი, 15:00 საათი. ერთ განმცხადებელს შეუძლია მხოლოდ ერთი ბიზნეს იდეის შეტანა.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელსაც სურს საკუთარი ბიზნესიდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნა, ან არსებული ბიზნესის გაფართოება.
პროგრამის ახალმა ბენეფიციარმა გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს საკუთარი ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 20%, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 10% ოდენობით.
პროგრამის არსებულმა ბენეფიციარმა გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 50%, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 25%.
პროგრამის ფარგლებში განისაზღვრა რამდენიმე პრიორიტეტი:
- ახალი ბიზნესის წამოწყება;
- ახალგაზრდა მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
- ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
- იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
- შშმ პირთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
- სოციალურად დაუცველი პირის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
- სოფლად/მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
- განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტის განხორციელება.
პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება: ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალიზებული მანქანების, სპეცტექნიკის შეძენა; სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი წარმოება და მისთვის განკუთვნილი მომსახურება; ალკოჰოლური სასმელების წარმოება ან/და ვაჭრობა (ლუდის, ყურძნის ღვინის, სიდრისა და სხვა ხილის ღვინოების გარდა); თამბაქოს წარმოება ან/და ვაჭრობა; საზღვაო გარემოში 2,5 კმ-ზე მეტი სიგრძის ბადის გამოყენებით თევზაობა; ხის ან სხვა სატყეო პროდუქტების წარმოება ან ვაჭრობა, გარდა მდგრადად მართვადი ტყეებისა.
პროგრამის ფარგლებში არ არის სავალდებულო განაცხადის წარდგენამდე სუბიექტი/ფიზ. პირი დარეგისტრირებული იყოს გადამხდელად (მიკრო, მცირე მეწარმე. ინდ. მეწარმე) და გააჩნდეს კონკრეტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია აუცილებელი იქნება ხელშეკრულების გაფორმებამდე.