კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩასატარებლად მტკიცებულებების შეგროვება მიმდინარეობს. როგორც დოლიძემ განაცხადა, ამისათვის „ძლიერ საქართველოში“ შტაბია გახსნილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„ეს არ იყო ჩვეულებრივი გაყალბება, რუტინული. ეს არის საერთაშორისო დანაშაული რუსეთის მიერ ჩადენილი საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის გამოძიებას დაქვემდებარებული საკითხი. აქ მოხდა საერთაშორისო დანაშაული რუსეთის მხრიდან საქართველოში. ჩვენ მივმართავთ ევროპარლამეტს და ევროკავშირს, რომელსაც აქვს ამის პრეცედენტები, რომ აქ გამოუშვას საგამოძიებო მისია, რომელიც შექმნის საერთაშორისო პრეცედენტს ამის გამოძიებასთან დაკავშირებით“, - უთხრა დოლიძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, „ძლიერი საქართველო“ პარლამენტში შესვლის საკითხს არ განიხილავს.
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე აშშ-სა და ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები გამოიძიოს.
„მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.
ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად“, - ნათქვამია ვროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაში.
დარღვევების შესახებ ყველა ცნობის სრული გამოძიების მოთხოვნას უერთდება ამერიკის შეერთებული შტატები.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.92% მიიღო. შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და ქვეყნის პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და „რუსული სპეცოპერაცია“ ჩატარდა.
